მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის შემთხვევები 18%-ით გაიზარდა, გლობალურად კი 4 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა - ჯანმო 

კორონავირუსის შემთხვევების მატება მსოფლიოში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირას ახალი კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 18%-ით გაიზარდა, ხოლო გლობალურად 4,1 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. 

ამავე ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი მსოფლიოში შედარებით მსგავსია წინა კვირის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 

„COVID 19-თან დაკავშირებული სიკვდილიანობა გაიზარდა სამ რეგიონში: ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

COVID 19-ის შემთხვევების ყველაზე დიდი ყოველკვირეული ზრდა დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთში, სადაც შემთხვევები 47%-ით გაიზარდა. ინფექციები გაიზარდა დაახლოებით 32%-ით ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში,“ - აცხადებენ ჯანმოში. 

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა თქვა, რომ ინფიცირების ძირითადი ნაწილი გამოწვეულია ომიკრონის BA.4 და BA.5 ვარიანტებით. 

 „პანდემია იცვლება, მაგრამ ის არ დასრულებულა”, - აცხადებს გებრეიესუსი.  მან ქვეყნებს მიმართა და მოუწოდა, რომ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს ვაქცინაცია გაუკეთონ. 

აღსანიშნავია, რომ ღარიბ ქვეყნებში იმუნიზაციის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 13%-ია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

➖  ჟურნალისტი მაშინ მოკლეს, როცა შვილთან ერთად სახლს ტოვებდა - მკვლელობა მექსიკაში

➖  ისრაელის სამხედროებსა და პალესტინელებს შორის შეტაკება მოხდა

➖  რუსეთში მსუბუქი ავტომობილების წარმოება 97%-ით შემცირდა - კომერსანტი

➖ რუსული „გაზპრომის“ აქციების ფასი მკვეთრად დაეცა

➖  ახალგაზრდა ქალი მაშინ მოკლეს, როცა ბავშვს ეტლით ასეირნებდა - შემთხვევა ნიუ-იორკში

➖  გაუპატიურება, ტრეფიკინგი, ძალადობა - R Kelly-ს 30 წლით პატიმრობა მიესაჯა