მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა

NCDC-ის დირექტორი
1639992769
COVID-19

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ორივე შემთხვევა არის საქართველოს მოქალაქე. ერთი იყო დუბაიში, მეორე აშშ-ში და იქიდან ჩამოვიდნენ. მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა, აქედან 11 გახლავთ უცხოელი. ორივე ინფიცირებული არის ბინებში იზოლაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. აგრეთვე წაიკითხეთ:

 2024 წლისთვის კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით „ენდემური“ გახდება - „ფაიზერი“

„ომიკრონის“ შემთხვევები იმ პირებს შორისაც ვიხილეთ, ვინც ვაქცინირებულია და მესამე დოზა მიიღო - CDC-ის დირექტორი

 დაასრულებს თუ არა ომიკრონი პანდემიას? - ნანა გეგეჭკორის განმარტება

„უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად, საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს“ - პაატა იმნაძე

 „საქართველომ უნდა მიიღოს შეზღუდვები, დააწესოს აკრძალვები“ - ზაზა წერეთელი