მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პაქსლოვიდი“ და „მოლნუპირავირი“ ეფექტიანია როგორც დელტა შტამის, ასევე, „ომიკრონის“ წინააღმდეგ“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერვცაძე Pia.ge
1641833419
COVID-19

„ინფიცირებული პაციენტები ორი მედიკამენტის - „პაქსლოვიდისა“ და „მოლნუპირავირის“ მიღებას ბინაზე მკურნალობის შემთხვევაშიც შეძლებენ“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მედიკამენტები გამოყენებული იქნება მხოლოდ ბინაზე მკურნალობის დროს და გადაეცემა ონლაინ კლინიკებსა და ოჯახის ექიმებს.

„ორი ტაბლეტირებული მედიკამენტი - „პაქსლოვიდი“ და „მოლნუპირავირი“ ეფექტურია როგორც დელტა შტამის, ასევე, „ომიკრონის“ წინააღმდეგ. ორივესთან გამზადებული აქვს საქართველოს ხელშეკრულებები და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ამ მედიკამენტებს მიიღებს. 2-3 კვირაში მივიღებთ ამ მედიკამენტს. ერთ-ერთი პირველი იქნება საქართველო, ვინც მიიღებს, ჯერ არ არის მსოფლიოში საერთოდ, ახლახან მიიღო ნებართვა. აღნიშნული ორი ტაბლეტირებული მედიკამენტი გამოყენებული იქნება მხოლოდ ბინაზე, რადგან გამოყენებული იქნება დიაგნოზის დასმიდან პირველი ოთხი დღის განმავლობაში“, - აღნიშნავს ცერცვაძე.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, „რემდესივირი“ გამოიყენება მხოლოდ  კლინიკაში, თუმცა მედიკამენტის ბინაზე გამოყენების შესაძლებლობასაც განიხილავენ.

ჩვენ გვექნება კომპლექსური მიდგომა – ორი ტაბლეტირებული მედიკამენტი ბინაზე და ერთი მთავარი, დამრტყმელი მედიკამენტი „რემდესივირი“ გამოიყენება კლინიკაში, განვიხილავთ ამ მედიკამენტის ბინაზე გამოყენების შესაძლებლობასაც.

ეს მედიკამენტები მსოფლიოში არსად არ გამოდის თავისუფალ გაყიდვაში, ვინაიდან ძალიან დეფიციტურია და სამთავრობო დონეზე ხდება მათი განაწილების გადაწყვეტილება. საქართველო მიიღებს ამას ცენტრალიზებულად და თვითონ დაუნაწილებს სამინისტრო ყველა ონლაინ კლინიკასა და ყველა ოჯახის ექიმს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 

 აცრილებსა და აუცრელებში ინფიცირების სიმპტომები განსხვავებულია - კრეიგ სპენსერი

 „ომიკრონის“ გამო ხალხი საავადმყოფოებში ხვდება და კვდება“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

⚫ „ომიკრონის“ მაღალმა ციფრობრივმა რაოდენობამ, შეიძლება, იმუნიტეტის მაღალი ფენა შექმნას“ - დევი ტაბიძე

⚫ „ომიკრონის“ დროს ადამიანები ხელმეორედ ინფიცირდებიან - ამირან გამყრელიძე

 „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 335 შემთხვევა უნდა გავამრავლოთ 4-ზე“ - ამირან გამყრელიძე