მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რაღაცით უნდა შევებრძოლოთ ამ ვირუსს, ცარიელი ხელებით და „აშმალახათი“ არაფერი შეიცვლება“ - დევი ტაბიძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი
1645005968
COVID-19

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, აცრის რაოდენობა პრაქტიკულად ქვეყანაში აღარ არსებობს, თუმცა ინფექციის გავრცელების დინამიკა დასტაბილურდა.

ამასთან, ტაბიძე ამბობს, რომ ცარიელი ხელებით და „აშმალახათი“ ძახილით ეპიდსიტუაციის მხრივ არაფერი არ შეიცვლება.

„ეპიდსიტუაცია რეალურად გაუმჯობესებისკენ მიდის, მაგრამ ძალიან მძიმე ნაბიჯებით. გარდაცვლილთა რაოდენობა მაინც მაღალია. გარდაცვალება ძირითადად გამოწვეულია დელტა შტამით. „ომიკრონიც“ იწვევს გართულებას და ამიტომ, მაქსიმალურად შევეცადოთ „ომიკრონსაც“ თავისი პატივი ვცეთ“. ეს არ იქნება კოვიდინფექციის დასასრული. 

მაშინ, როდესაც ჩვენი დასნებოვნების მონაცემები არ ასცდება 7-10 ათასის ფარგლებს და გარდაცვალების რაოდენობა ჩამოვა, დაახლოებით, 20-25 ერთეულზე, მაშინ ვიტყვით, რომ ჩვენი დინამიკა ნამდვილად დადებითია. ჩვენ ამას ველოდებით, დაახლოებით, მარტის შუა რიცხვებისთვის. ჩვენ თვითონ არ ვუწყობთ ხელს, რომ ომიკრონი თავის კოვიდიანად გავიდეს დედამიწიდან. 

აცრის რაოდენობა პრაქტიკულად ქვეყანაში აღარ არსებობს. აცრების რაოდენობა დაბალია, რეგულაციების არშესრულება არის ყველგან და გამომდინარე აქედან, რაღაცით უნდა შევებრძოლოთ ამ ვირუსს, ცარიელი ხელებით და „აშმალახათი“ არაფერი არ შეიცვლება. არ არის ვაქცინა ღმერთისგან გამოგზავნილი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა და დაცვის ერთ-ერთი საშუალება“, - განაცხადა დევი ტაბიძემ. 

ჯანდაცვის ექსპერტი დევი ტაბიძე, ბავშვებში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, სკოლებს საგაზაფხულო არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადებისკენ მოუწოდებს. 

მისი თქმით, ბავშვები ვირუსის დაავადების ყველაზე კარგი გადამტანები არიან.

„ბავშვთა მიმართულებით აუცილებელია, რომ სასწავლო პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დაიხუროს, იმიტომ, რომ ამას შემდგომში არდადეგები მოსდევს. ჩემი პირადი რეკომენდაცია იქნება, ცოტა ადრე შევწყვიტოთ სწავლა და გადავიდეთ იმ არდადეგებზე, რომელიც მოდის. ეს რაღაც გარკვეულ პერიოდს მისცემს იმას, რომ კონტაგიოზურობა ნაკლები იქნება. ნახევარზე მეტი სკოლა, ნახევარზე მეტი კლასი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბავშვის ერთი დღე სკოლაში გაშვება ნიშნავს იმას, რომ შემდგომში სერიოზული პრობლემებია, თუმცა ბავშვები ამ შემთხვევაში ამ დაავადების ყველაზე კარგი გადამტანები არიან“, - აღნიშნავს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი აღნიშნავს, უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ვირუსებთან ერთად თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ და ისინი ბოლომდე არ გაქრებიან. 

ტაბიძე გავრცელებულ მოსაზრებას:  „ომიკრონი“ პანდემიას დაასრულებს“ შეცდომას უწოდებს და ამბობს, რომ ეს პანდემიის დასასრული არ  იქნება. 

მისი თქმით, კორონავირუსის მოქმედების მთლიანად ამოცნობა შეუძლებელია და როდის რას მოგვიმზადებს არ ვიცით.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, „ომიკრონი“ არ არის კორონავირუსის დასასრული, ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს დაავადება გადავიდეს გარკვეული ენდემიური დაავადების ფორმაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ამ ვირუსებთან ერთად უნდა ვიცხოვროთ. 

ნებისმიერ ვირუსს დაავადებას წინ უძღვის ე.წ პრეპერიოდი, რომელსაც ჰქვია პოდრომული ხანა. ამ პოდრომში ყველაზე მეტად გადამდები არიან ადამიანები. კოვიდის მოქმედების მთლიანად ამოცნობა ვერავინ ვერ შეძლო ამ ეტაპზე, ჩვენ მივყვებით იმ რეკომენდაციებს და კვლევის შედეგებს. რომელსაც გვაწვდიან. გამორიცხულია, რომ მედიცინაში ორჯერ ორი იყოს ოთხი. ცვალებადობა ყველა ვარიანტში არის და ეს ცვალებადობა ზუსტად იმას მეტყველებს, რომ შესაძლებელია, წამოვიდეს ახალი მუტაცია, შესაძლოა არა. 

კლინიკურად ასეთი მდგომარეობაა. თერაპიული საწოლები არის, რეანიმაციაში და ინტენსიურ პალატებში პრობლემები ისევ არის, საწოლების პრობლემა დგას. ძალიან დიდი შეღავათი მისცა „ომიკრონის“ ბინაზე და კოვიდ სასტუმროში მართვამ“, - დასძენს რესპუბლიკური საავადმყოფოს  კლინიკური დირექტორი. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

✅ ესპანეთში შექმნეს ტესტი, რომელსაც შეუძლია დაადგინოს, ესაჭიროება თუ არა ადამიანს ვაქცინის დამატებითი დოზა

✅ რამდენ ხანშია შესაძლებელი „ომიკრონით“ მეორედ დაინფიცირდეთ? - ჩხაიძის განმარტება

✅ პანდემიის მწვავე ფაზა შესაძლოა, წელს დასრულდეს - ტედროს ადანომ გებრეისუსი

✅ „პანდემია არ დასრულებულა, ახალი შეშფოთების ვარიანტები იქნება“ - ჯანმოს მთავარი მეცნიერი

✅ „დადასტურებიდან 6 დღის შემდეგ „ომიკრონით“ ინფიცირებული ადამიანი სხვებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

✅ „დელტა არ აღმოჩნდა დამცველობითი უნარის მქონე „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში“ - ივანე ჩხაიძე

✅ მაიმუნებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონის“ გამაძლიერებელი შეიძლება, არ იყოს საჭირო - აშშ-ის მკვლევარები

✅ რა არის ძირითადი მიზეზი, როდესაც პისიარი ცდომილებას იძლევა? - გიორგი კავკასიძის განმარტება