მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონს“ რეინფიცირების 5-ჯერ მეტი უნარი აქვს“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1644223493
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოში ეპიდვითარებასა და „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა.  

ივანე ჩხაიძის თქმით, ადრე გადატანილი კორონავირუსის არცერთი ვარიანტი „ომიკრონისთვის“ დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

„პანდემიის პირველი წლის განმავლობაში, როდესაც ჩინური ვარიანტი ცირკულირებდა, მსოფლიოში დაფიქსირებული იყო რეინფიცირების სულ 114 შემთხვევა. რეინფიცირება იყო იშვიათი და განიხილებოდა კორონავირუსი, როგორც ნაკლებად რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი. გარკვეულწილად, ეს კარგი ინფორმაცია იყო, ეს ნიშნავდა იმას, რომ თუ კორონავირუსი ერთხელ გადაიტანეთ, იმუნიტეტი საკმაოდ ხანგრძლივი და მყარი გაქვთ. თუმცა, ეს ყველაფერი შეცვალა „ომიკრონმა“, ის დღეს განიხილება ყველა მუტაციას შორის  ყველაზე მაღალი რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი და შესაბამისად, ადრე გადატანილი კორონავირუსი არცერთი ვარიანტი არ წარმოადგენს დაბრკოლებას „ომიკრონისთვის“ და მისი გავრცელების ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურება სწორედ რეინფიცირებაა.

შესაძლო, რეინფიცირების რაოდენობა ქვეყანაში არის 10 977, თუმცა აქედან 41 შემთხვევაში არის სეკვენირება ჩატარებული, რეინფიცირება არ გახლავთ კიდევ ერთხელ დამემართა კორონავირუსი აუცილებლად უნდა იყოს განსხვავებული ტიპით რეინფიცირება. დღეისათვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია მხოლოდ 16 შემთხვევა. 

დღეს „ომიკრონი“ განიხილება, როგორც მუტაცია, რომელსაც აქვს 5-ჯერ მეტი უნარი რეინფიცირების, ვიდრე სახვა ნებისმიერ ვირუსს. დღეისათვის არცერთი ადამიანი, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსის სხვა შტამები, არ ითვლება დაცულად. ძალიან მოკლე პერიოდში რეინფიცირების  მაღალი ციფრი სწორედ „ომიკრონის“ დამსახურებაა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ვაქცინაციის მაჩვენებელი ქვეყანაში დაბალია და დასძენს, რომ ხვალინდელი დღე ინფიცირების გადამწყვეტი იქნება. 

„ბოლო კვლევები მიუთითებენ რომ ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი „ომიკრონის“ შემთხვევაში, 60%-მდე არის დაცვის უნარის მქონე. ვაქცინაციის მაჩვენებელი ქვეყანაში არის ძალიან დაბალი. ხვალინდელი დღეს არის გარკვეულწილად გადამწყვეტი. თუ ხვალ 26 000-ზე ნაკლები იქნება ინფიცირების მაჩვენებელი, მაშინ უნდა ჩავთვალოთ რომ მეექვსე ტალღის პიკმა საქართველოში გადაიარა და დიდ ალბათობით შემდეგ დღეებში შემთხვევები შემცირდება. თუმცა, უფრო მოსალოდნელია, „ომიკრონის“ მეორე ვარიანტის გამოჩენის ფონზე ხვალინდელი დღე იქნება კიდევ ერთი ახალი ანტირეკორდი ჩვენი ქვეყნის პანდემიის ისტორიაში და შემთხვევების რაოდენობა 26 000 გადააჭარბებს. ხვალინდელი დღე იქნება მართლაც გადამწყვეტი“, - აღნიშნავს ჩხაიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📢 თუ ბავშვს ღებინება აქვს და სითხეს ვერ იღებს, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი - მაია ჩხაიძის რეკომენდაციები

📢 საიდან იწყება იზოლაციისთვის საჭირო 8 დღის ათვლა? - მაია ბუწაშვილის განმარტება

📢 D ვიტამინი კორონავირუსს ებრძვის და პაციენტებს სერიოზული ავადმყოფობის ან სიკვდილის რისკის შემცირებაში ეხმარება - კვლევა

📢 „არგუმენტი მედიკამენტი მცენარეულია, არ ნიშნავს იმას, რომ ვერაფერს დაგვიშავებს“ - მაია ბუწაშვილი

📢 „კორონავირუსის დონე ცხვირსა და ყელში პიკს ხუთი დღის შემდეგ აღწევს“ - ზაზა წერეთელი

📢 სად და როდის იკავებს სხეულს ვირუსი - მიზანმიმართული ინფიცირება კოვიდზე უნიკალურ ინფორმაციას იძლევა - BBC