მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უფრო ზუსტი იქნება, თუ გავითვალისწინებთ სიმპტომების დაწყების და არა დადასტურების პერიოდს - ივანე ჩხაიძე იზოლაციის ვადებზე

იაშვილის კლინიკის დირექტორი
1644228359
COVID-19

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა პრესკონფერენციაზე იზოლაციის ვადებზე ისაუბრა.

ივანე  ჩხაიძის თქმით, იზოლაციის წესებთან დაკავშირებით, შესაძლოა, ცვლილებები იყოს, რადგან რამდენიმე დებულება „ომიკრონის“ გამო შესაცვლელია.

„ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა შეცვალა იზოლაციის პერიოდი და ეს ვადები შემცირებულია 5 დღემდე. ადამიანს, რომელსაც აქვს მსუბუქი ინფექცია, 5 დღის შემდეგ ის თავისუფლდება იზოლაციიდან, თუმცა მომდევნო 5 დღე აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე. 5+5 ასეთი ფორმულაა ამერიკაში. ახლა საქართველოში არის ფორმულა 8+5, 8 დღე უნდა იყოს იზოლაციის ვადა და 5 დღე ატაროს პირბადე.

ათვლის წერტილი უნდა იყოს სიმპტომებიდან დაწყებული. უფრო სწორი და ზუსტი იქნება, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ სიმპტომების არსებობას, სიმპტომების დაწყების პერიოდს და არა დადასტურების პერიოდს. კონტაქტის შემთხვევაში, ანტიგენის ტესტის ნეგატიური პასუხი არ აძლევს ადამიანს დარწმუნებას იმაში, რომ ინფიცირებული არ არის.

სიტყვა ვაქცინაციას 2 განსხვავებული შეფასება აქვს: თუ ჩვენ ვსაუბრობთ 2-ჯერ ვაქცინირებულ ადამიანებზე, აქ რისკები ინფიცირების არსებობს, თუ ჩვენ ვისაუბროთ 2-ჯერ ვაქცინირებულ ადამიანზე, პლუს ბუსტერზე, აქ ინფიცირების რისკები მინიმალურია. ვაქცინირებულ ადამიანებს, რომლებსაც გაკეთებული აქვს 2 დოზა, მათთვის იზოლაციის ვადა და ინფიცირების რისკი დიდად განსხვავებული არ არის არავაქცინირებულთან შედარებით.

შესაბამისად, ადამიანი, რომელიც არის ორჯერადად ვაქცინირებული და დამატებითი ბუსტერ დოზა აქვს გაკეთებული, ეს არ ეხება ყველა ვაქცინას, ეხება „ასტრაზენეკას“, „ფაიზერს“ და გარკვეულწილად „სინოფარმს“, თუ გაქვთ ბუსტერ დოზა და ხართ კონტაქტი, შეგიძლიათ, თავი ჩათვალოთ დაცულად სიმპტომების გამოვლენამდე და შესაბამისად, იზოლაციის აუცილებლობაც ნაკლებია“, - აცხადებს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📢 თუ ბავშვს ღებინება აქვს და სითხეს ვერ იღებს, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი - მაია ჩხაიძის რეკომენდაციები

📢 „ომიკრონს“ რეინფიცირების 5-ჯერ მეტი უნარი აქვს“ - ივანე ჩხაიძე

📢 საიდან იწყება იზოლაციისთვის საჭირო 8 დღის ათვლა? - მაია ბუწაშვილის განმარტება

📢 D ვიტამინი კორონავირუსს ებრძვის და პაციენტებს სერიოზული ავადმყოფობის ან სიკვდილის რისკის შემცირებაში ეხმარება - კვლევა

📢 „კორონავირუსის დონე ცხვირსა და ყელში პიკს ხუთი დღის შემდეგ აღწევს“ - ზაზა წერეთელი

📢 სად და როდის იკავებს სხეულს ვირუსი - მიზანმიმართული ინფიცირება კოვიდზე უნიკალურ ინფორმაციას იძლევა - BBC