მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ომიკრონით 3 ადამიანი გარდაიცვალა - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
1643634302
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული ომიკრონის 1000-ზე მეტი შემთხვევიდან 3 ადამიანი გარდაიცვალა. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიმდინარე პერიოდში წამოიწყებს კვლევას, რომელიც შესაძლებელს გახდის, შექმნას ზუსტი სურათი გარდაცვალების შემთხვევებიდან, რა ნაწილი შეიძლება იყოს განპირობებული კონკრეტულად „ომიკრონით“.

„ომიკრონის“ გავრცელების შესახებ ჩვენ გვაქვს მხოლოდ მოდელირებით მიღებული მონაცემი და დაახლოებით, 90%-მდე არის ვარაუდი, რომ შემთხვევების დიდი ნაწილი არის აქედან. რაც შეეხება ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს, ლაბორატორიულად დადასტურებული ათასზე მეტი შემთხვევიდან დაახლოებით 3%-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ყველა მალე დაუბრუნდა ჩვეულ აქტივობას. აქედან არის დადასტურებული გარდაცვალების 3 შემთხვევა, რომელიც ჯერჯერობით შესაძლოა, უკავშირდებოდეს სხვა მიზეზს. აქ იყო გარდაცვალება, რომელსაც დაერთო „ომიკრონის“ ფაქტი. ამას შეისწავლიან. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წამოიწყებს მიმდინარე პერიოდში კვლევას, რადგან ჯერ ცოტა დროა გასული იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ კონკრეტულად „ომიკრონთან“ დაკავშირებულ გარდაცვალებებზე.

ეს კვლევა მიმდინარე პერიოდში დაიგეგმება და ვფიქრობთ, უკვე 10 თებერვლამდე უფრო ზუსტი წარმოდგენა გვექნება გარდაცვალების შემთხვევებიდან, რა ნაწილი შეიძლება იყოს განპირობებული კონკრეტულად „ომიკრონით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

თამარ გაბუნიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ გარდაცვალებას ნაკლებად იწვევს, ამის საფრთხე მაინც არსებობს არავაქცინირებულ პირებში და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში.

„რა თქმა უნდა, „ომიკრონი“ მთელ მსოფლიოში ცნობილია, რომ გარდაცვალებას და მძიმე შემთხვევებს ნაკლებად იწვევს, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლოა დადგეს ასეთი რამ, განსაკუთრებით, არავაქცინირებულ პირებში და იმათ, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადება“, - განაცხადა გაბუნიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

საიდან გაჩნდა ომიკრონი? სამი ძირითადი თეორია

⭕ „ახლა ჟანგბადის ბალონები კი არა, სიცხის დამწევსაც კი აღარ სვამენ“ - გიორგი ღოღობერიძე ომიკრონზე

⭕ „ომიკრონის“ დადგენა პისიარ ტესტირებითაც გართულებულია“ - მაია ზალდასტანიშვილი

⭕ ქართველმა ექიმმა კოვიდის საწინააღმდეგო საკვები დანამატი შექმნა

⭕ „ბინაზე მყოფ პაციენტებს, რომლებსაც ექიმი ვერ უკავშირდება, რამდენიმე მარტივი წესი უნდა ახსოვდეთ ...“ - ბუწაშვილის რეკომენდაცია

⭕ „სტატისტიკის წარმოებას აზრი აღარ აქვს, „ომიკრონი“ ყველას შეგვხვდება“ - ლევან ფერაძე

⭕ ომიკრონი გაციებას ჰგავს, კოვიდგადატანილი ომიკრონისგან დაცულია - ფაქტები და მითები ომიკრონის შესახებ

⭕ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ „აღმოჩნდა, რომ სინოფარმის“ ბუსტერი „ომიკრონის“ მანეიტრალებელ ანტისხეულებს სერიოზულად გამოიმუშავებს“ - ამირან გამყრელიძე