მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

[გამოკითხვა] უნდა აღდგეს თუ არა რუსეთთან ავიამიმოსვლა?

რუსული თვითმფრინავი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის პრესკონფერენციის შემდეგ, აქტუალური საკითხი გახდა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა. 

მმართველ გუნდში ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენაში პრობლემას ვერ ხედავენ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის მისასალმებელია.

რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას არ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა დაუშვებელია.

რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და აღნიშნა, რომ ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან.

მომხრე ხართ ოკუპანტ ქვეყანასთან ავიამიმოსვლის აღდგენის?