მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო“ - ჯიმ რიში

ჯიმ რიში

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში აგვისტოს ომიდან 14 წლისთავს ეხმაურება. როგორც რიში წერს, რუსეთის მიმართ მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ გამოიღო ის შედეგი, რაც დღეს მსოფლიოში ხდება.

„გუშინ გავიდა 14 წელი მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში. სუვერენიტეტის ამ შელახვამ და მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო და შეიჭრა უკრაინაში ორჯერ, დაეხმარა ასადს სირიაში, შექმნა „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები და ბელარუსზე დე ფაქტო კონტროლი დაამყარა“, - წერს რიში.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „როგორ შეიძლება კადიროვის გადარჩენა? პუტინის თავი საუკეთესო შეთავაზებაა“ - რუსი ოპოზიციონერის თქმით, პუტინის სიცოცხლე ჩეჩნების ხელით დასრულდება

👉 „ტრიბუნალი გარდაუვალია და ერთ-ერთი პირველი მარიუპოლში იქნება“ - დენის პუშილინის განცხადებით, მარიუპოლში უკრაინელი ტყვეებისთვის სამხედრო ტრიბუნალს ამზადებენ

👉 აშშ უკრაინას 4,5 მილიარდი დოლარის დამატებით დახმარებას გაუწევს - Reuters

👉 ევროკავშირს რუსეთთან თანამშრომლობის გამო თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება სურს - Financial Times

👉 თუ რუსეთს უკრაინის დაშინების უფლება მიეცემა, ეს მთელ მსოფლიოში „გახსნის სეზონს“ - ენტონი ბლინკენი