მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ტრიბუნალი გარდაუვალია და ერთ-ერთი პირველი მარიუპოლში იქნება“ - დენის პუშილინის განცხადებით, მარიუპოლში უკრაინელი ტყვეებისთვის სამხედრო ტრიბუნალს ამზადებენ

დენის პუშილინი

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის, დენის პუშილინის განცხადებით, მარიუპოლში უკრაინელი სამხედრო ტყვეებისთვის სამხედრო ტრიბუნალს ამზადებენ

„დარწმუნებით შემიძლია, დავადასტურო, რომ ტრიბუნალისთვის მზადება მიმდინარეობს ზუსტად ისე, როგორც ჩვენ განვაცხადეთ. ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვგეგმავთ. ანუ, ტრიბუნალი გარდაუვალია და ერთ-ერთი პირველი ტრიბუნალი იქნება მარიუპოლში“, – განაცხადა პუშილინმა.

მან, ასევე, დასძინა, რომ მზადდება შენობაც, სადაც ტრიბუნალი უნდა გაიმართოს. როგორც BBC წერს, მანამდე მარიუპოლის საქალაქო საბჭოში განაცხადეს, რომ ადგილობრივი ფილარმონიის სცენაზე ციხის საკნები განათავსეს, სავარაუდოდ ტრიბუნალი იქ გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 აშშ უკრაინას 4,5 მილიარდი დოლარის დამატებით დახმარებას გაუწევს - Reuters

👉 ევროკავშირს რუსეთთან თანამშრომლობის გამო თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება სურს - Financial Times

👉 თუ რუსეთს უკრაინის დაშინების უფლება მიეცემა, ეს მთელ მსოფლიოში „გახსნის სეზონს“ - ენტონი ბლინკენი

👉 „ჩვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, სადაც ჩვენი სამხედრო ბაზებია განთავსებული, ეს კარგად ესმის საქართველოს ხელისუფლებას“ - დიმიტრი მედვედევი

👉 უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა პირები, რომლებმაც ოლექსი რეზნიკოვისა და კირილ ბუდანოვის მკვლელობა დაგეგმეს