მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ უკრაინას 4,5 მილიარდი დოლარის დამატებით დახმარებას გაუწევს - Reuters

აშშ - უკრაინა

შეერთებული შტატები უკრაინის მთავრობას დამატებით 4,5 მილიარდ დოლარს გადასცემს. აშშ-ის დახმარება კი 2022 წლის თებერვლიდან დღემდე 8,5 მილიარდ დოლარამდე მიაღწევს.

საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ინფორმაციით, პირველი ტრანში 3 მილიარდი დოლარი აგვისტოში იქნება. მათივე ცნობით, მანამდე, ივლისში უკრაინას 1,7 მილიარდი დოლარის ტრანში გადაეცა, ივნისში კი 1,3 მილიარდი დოლარი.

თანხები გამიზნულია უკრაინის მთავრობის ძირითადი ფუნქციების შესანარჩუნებლად, მათ შორის მოსახლეობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მილიონობით იძულებით გადაადგილებული ადამიანის სოციალური და ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ევროკავშირს რუსეთთან თანამშრომლობის გამო თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება სურს - Financial Times

👉 თუ რუსეთს უკრაინის დაშინების უფლება მიეცემა, ეს მთელ მსოფლიოში „გახსნის სეზონს“ - ენტონი ბლინკენი

👉 „ჩვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, სადაც ჩვენი სამხედრო ბაზებია განთავსებული, ეს კარგად ესმის საქართველოს ხელისუფლებას“ - დიმიტრი მედვედევი

👉 უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა პირები, რომლებმაც ოლექსი რეზნიკოვისა და კირილ ბუდანოვის მკვლელობა დაგეგმეს

👉 „ბაიდენი ომის დამნაშავეა, ის უკრაინაში ცეცხლზე ნავთს ასხამს, ეს დიდი კრიმინალია“ - Pink Floyd-ის წევრი