მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აბრამოვიჩს და უკრაინის დელეგაციის წევრებს მოლაპარაკებებზე მოწამვლის ნიშნები აღენიშნებოდათ - WSJ

რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი

რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს და უკრაინის დელეგაციის წევრებს რუსეთთან მოლაპარაკებებში მოწამვლის სიმპტომები გამოუვლინდათ. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal წერს. აღნიშნული შემთხვევა მარტის დასაწყისში კიევში მოხდა.

გამოცემის თანახმად, აბრამოვიჩსა და კიდევ ორ მომლაპარაკებელს ერთნაირი სიმპტომები გამოუვლინდათ - თვალების სიწითლე, მუდმივი ცრემლდენა და კანის აქერცვლა სახესა და ხელებზე.

The Guardian-ის კორესპონდენტმა წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ქიმიური მოწამვლის შედეგად აბრამოვიჩმა მხედველობა რამდენიმე საათით დაკარგა და სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.

WSJ-ის წყაროების თანახმად, აბრამოვიჩი და მომლაპარაკებლები ეჭვობენ, რომ აღნიშნული შემთხვევა უკავშირდება რუსეთში მკაცრი ხაზის წარმომადგენლებს, რომელთაც სურთ ომის დასრულების მოლაპარაკებების პროცესის საბოტაჟი. თუმცა, ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.

ამ დროისთვის, გამოცემის ცნობით, აბრამოვიჩი და მომლაპარაკებლები, მათ შორის რუსტემ უმეროვი, ნორმალურ მდგომარეობაში არიან, მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.

შეგახსენებთ, რუსტემ უმეროვის მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს გავრცელდა, თუმცა მან ეს ფაქტი მალევე უარყო.

WSJ-ის წყაროებმა აღნიშნეს, რომ დასავლელმა ექსპერტებმა, რომლებმაც განიხილეს ინციდენტი, განაცხადეს, რომ ძნელი იყო იმის დადგენა, იყო თუ არა სიმპტომები გამოწვეული ქიმიური ან ბიოლოგიური შხამით, ან რაიმე სახის ელექტრომაგნიტური გამოსხივებით.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. მისი თქმით, მოლაპარაკების ყველა წევრი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საინფორმაციო სფეროში ახლა არის უამრავი ინფორმაციული სპეკულაცია, სხვადასხვა შეთქმულების თეორია და ამა თუ იმ საინფორმაციო თამაშის ელემენტები.

შეგახსენებთ, რომ Bellingcat-ის გამომძიებელი ჟურნალისტების ჯგუფმა, ასევე, განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაციის წევრებს, რომლებიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ 2022 წლის 3-4 მარტის ღამეს, აღენიშნებოდათ მოწამვლის სიმპტომები.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 როგორც ჩანს, პუტინი მზად არ არის უკრაინასთან კომპრომისებზე - reuters

👉 „ეს ხალხი საბრძოლველად კიდევ რამდენიმე წლით ემზადება“ - რუსი მილიარდერი

👉 დონეცკში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

👉 „მათ რუსეთის ეშინიათ“ - ზელენსკიმ მაკრონი გააკრიტიკა

👉 მარიუპოლში დაახლოებით 5000 ადამიანი დაიღუპა - ალყის 27 დღე და განადგურებული ქალაქი

👉 „ჩვენი ირპენი გათავისუფლდა რუსი ნაძირლებისგან“ - ირპენის მერი

👉 რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილე, რომელიც უკრაინის დელეგაციის წევრი იყო, მოწამლეს

👉 „დამპყრობლების მიერ გატაცებული რამდენიმე მერი გარდაცვლილი იპოვეს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 „რუსეთი ყველაფერს დაკარგავს, მათ შორის, აფხაზეთსაც“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 რუსმა ოპოზიციონერმა პუტინის შემდგომ გეგმებზე ისაუბრა - პუტინს არაფრის „გადახედვა“ არ სურს