ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციების ტემპი უახლოეს კვირებში გაიზრდება.
ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის აღმოსავლეთში ამინდის ისეთი პირობები შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს საომარი მოქმედებების უფრო მაღალ ტემპს.
ინსტიტუტის ანგარიშში მოყვანილია რუსი სამხედრო ბლოგერის ციტირება, რომელმაც 3 დეკემბერს თქვა, რომ კრემენაია-სვატოვოს ხაზზე მიწა გაყინულია და რომ უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, გაზრდიან კონტრშეტევითი ოპერაციების ტემპს ამ მხარეში.
ISW-მ აღნიშნა, რომ ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმაც ისაუბრა.
მისი თქმით, კრემენაია-სვატოვოს ხაზზე ამინდი საბოლოოდ იცვლება. ოფიციალური პირი იმედოვნებს, რომ უკრაინული ძალები მალე შეძლებენ გააუმჯობესონ კონტრშეტევითი მანევრირების ოპერაციები, რადგან ტალახი ამ მხარეში მთლიანად გაიყინა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ ნაძვისხეს“ - ელენე ხოშტარია
👉 „მიუხედავად მძიმე საომარი პირობებისა, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის“ - ვალერი ზალუჟნი
👉 „საიდუმლო შეხვედრები“ - ISW-მ ისაუბრა იმაზე, თუ რაზე შეთანხმდა რუსეთი ირანთან და ბელორუსთან