მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა იცის სად მიჰყავს ქვეყანა - პესკოვი

დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და მან იცის სად მიჰყავს ქვეყანა. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მარათონზე „ახალი ჰორიზონტები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას spbdnevnik.ru ავრცელებს. 

„პუტინს ყველა თაობა მხარს უჭერს და მან იცის სად მიჰყავს ქვეყანა“, - განაცხადა პესკოვმა.

მან ასევე დაამატა, რომ კრიზისები რუსეთისთვის ყოველთვის განახლების და სრულყოფის პერიოდს წარმოადგენდა.

„ჩვენ დღეს რთულ, მაგრამ ძალზე საპასუხისმგებლო დროში ვცხოვრობთ. ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ვითარდებოდა, კრიზისს უმკლავდებოდა, კრიზისებს განახლებისთვის და სრულყოფისთვის იყენებდა. ქვეყანა ვითარდებოდა და ის ხდებოდა უკეთესი, რათა მომდევნო თაობებს ახალი ჰორიზონტები და შესაძლებლობები გაეხსნას“, - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა. 

 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉27 900-ზე მეტი რუსი სამხედრო, 1 235 ტანკი, 3 009 საბრძოლო ჯავშანტექნიკა - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგზე

👉კიევის რეგიონში, მაკაროვის მახლობლად, კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

👉შეერთებულ შტატებში ვარაუდობენ, რომ უკრაინა ყირიმისა და დონბასის აღებას შეძლებს

👉რუსეთი გაზრდის საარტილერიო დარტყმების რაოდენობას, რათა განაახლოს შეტევა დონბასში - ბრიტანული დაზვერვა

👉რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკის მიმართულებით უკან დაიხიეს - უკრაინის გენშტაბი