ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ პროგნოზი, არავის აქვს. ამის შესახებ მან Rzeczpospolita-სთან ინტერვიუში განაცხადა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ 13-კვირიანი ომის შემდეგ აშკარაა, რომ რუსეთმა დაუშვა სერიოზული სტრატეგიული შეცდომები.
„უკრაინა ღირსეულად უწევს წინააღმდეგობას რუსეთს სამხედროების გამბედაობის, პროფესიონალიზმის წყალობით და დასავლეთის დახმარებით“, - აცხადებს სტოლტენბერგი.
ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ომები არაპროგნოზირებადია.
„ომები არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის დანამდვილებით როდის და როგორ დასრულდება ეს ომი”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
👉 ოკუპანტებმა ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი დაბომბეს - არის მსხვერპლი
👉 რა იცი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ - ქვიზი
👉 აგრესორები ლიმანზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ - უკრაინული მხარე
👉 თქვენს კალენდარზე არა 2022, არამედ 1938 წელია - ზელენსკი ჰენრი კისინჯერს პასუხობს