მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„არავის არ ვკითხავთ, სად და როდის დავარტყამთ მტერს“ - ოლექსი დანილოვი

ოლექსი დანილოვი

უკრაინა არავის სთხოვს ნებართვას, დაარტყას თუ არა რუს ოკუპანტებს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

„ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, არავის არ ვკითხავთ ჩვენს ინტერესებს - სად და როდის უნდა დავარტყათ მტერი. იმიტომ, რომ მტერი ჩვენთანაა, დაწყებული ჩვენი ტერიტორიის საზღვრებიდან, დამთავრებული ვლადივოსტოკამდე“, - განაცხადა დანილოვმა.

დანილოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინას არ სჭირდება რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ „არ გაამწვავოს სიტუაცია“.

„ზოგი ახლა გვირჩევს, რა ვქნათ, რომ რაღაც არ გამწვავდეს - ეს ჩვენს ქვეყანაში არამარტო 24 თებერვლის შემდეგ გამწვავდა, არამედ წლებია მწვავდება, და ვერ ვუღალატებთ იმ ხალხს, ვინც სიცოცხლე გაწირა [უკრაინისთვის], ჩვენ არ შეგვიძლია, არ ვუპასუხოთ აგრესორს, რომელიც მუდმივად იჭრება ჩვენს ტერიტორიაზე“, - დასძინა დანილოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რასაკვირველია, ვიღაცამ უმტყუნა“ - თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

👉 უკრაინაში მარცხის ფონზე, პუტინის ერთადერთი გამარჯვება მიხეილ სააკაშვილის წამებაა - გიორგი მარგველაშვილი

👉 „თავს დიდი პოეტების და მწერლების ქვეყნად მიიჩნევდნენ, სინამდვილეში უვიცი და უკულტურო ბარბაროსები აღმოჩნდნენ“ - რუსლან სტეფანჩუკი რუსებზე

👉 ევროკავშირი თურქეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით შეშფოთებულია - ჯოზეფ ბორელი

👉 თურქეთის არმიამ სირიასა და ერაყში ოპერაციების ფარგლებში 364 ბოევიკი გაანადგურა - თურქეთის თავდაცვის სამინისტრო