მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის დაზვერვა რუსეთის ბირთვულ პოტენციალთან დაკავშირებული აქტივობის რაიმე ნიშნებს ვერ ხედავს

რუსეთის ბირთვული იარაღი

„ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჯერ ვერ ხედავენ რუსეთის ბირთვულ პოტენციალთან დაკავშირებული აქტივობის რაიმე ნიშნებს“, - ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ იტყობინება. 

„პუტინის მოქმედება დღეს ბლეფია, მაგრამ რა მოხდება ერთ კვირაში ან 1 თვეში, ძნელი სათქმელია. ასევე, ძნელი სათქმელია თუ როდის მიხვდება პუტინი, რომ ომი წაგებული აქვს“, - განუცხადა Reuters-ს სამხედრო ანალიტიკოსმა იური ფიოდოროვმა. 

კითხვაზე, მიდის თუ არა პუტინი ბირთვული თავდასხმისკენ, CIA-ს დირექტორმა უილიამ ბერნსმა CBS-ს განუცხადა, რომ „ამ ტიპის საფრთხეები სერიოზულად არის მისაღები“. 

„ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ ამ ტიპის საფრთხეები, აბსოლუტურად ყველაფრის გათვალისწინებით“, - აცხადებს ბერნსი. 

მანვე დასძინა, რომ  აშშ-ის დაზვერვას არ აქვს პრაქტიკული მტკიცებულება, რომ პუტინი მიიწევს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გარდაუვალი გამოყენებისკენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ავტობუსი, რომელიც ქორწილისკენ მიემართებოდა, ხევში გადავარდა და 25 ადამიანი დაიღუპა - შემთხვევა ინდოეთში

✔️ რუსეთის ბირთვული პოტენციალი შეიძლება ისეთივე მითი იყოს, როგორც მათი არმია - სამხედრო ექსპერტი

✔️ ომი მომავალი წლის შემოდგომამდე გაგრძელდება - ვიქტორ კევლიუკი

✔️ პუტინი, კუთხეში მიმწყვდევის შემთხვევაში, შესაძლოა, საკმაოდ საშიში გახდეს - CIA-ს დირექტორი