მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს მცდელობებს, რომ მოქალაქეების მშვიდობიან პროტესტს მისცეს ფიზიკური დაპირისპირების სახე - კახა გოგოლაშვილი

რონდელის ფონდის ხელმძღვანელი

„გუშინდელი მიტინგი იყო ქართველი ხალხის სამართლიანი პროტესტის და სრულიად ლეგიტიმური ნების გამოხატვა“, - ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

👉 დღეს პირველი მოსმენით მიღებულ ქართულ კანონპროექტს სრულიად სამართლიანად უწოდა ხალხმა „რუსული კანონი“ - კახა გოგოლაშვილი

გოგოლაშვილის განცხადებით, ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს მცდელობებს, რომ მოქალაქეების მშვიდობიან პროტესტს მისცეს ფიზიკური დაპირისპირების სახე.

„რონდელის ფონდის“ ხელმძღვანელი სრულ სოლიდარობას უცხადებ პროტესტის მონაწილეებს.

მისი თქმით, ხელისუფლების ბოლოდროინდელი ყველა მომდევნო ნაბიჯი მცდარია.

გუშინდელი მიტინგი იყო ქართველი ხალხის სამართლიანი პროტესტის და სრულიად ლეგიტიმური ნების გამოხატვა. როგორც თავისი ფორმით, ასევე,  შინაარსით მიტინგი იყო მშვიდობიანი.

მას შემდეგ რაც პარლამენტის წევრებს მიეცათ საშუალება უსაფრთხოდ დაეტოვებინათ შენობა სამართალამცავთა სპეციალური დანიშნულების ძალების იქ ყოფნა ან მით უმეტეს ნებისმიერი წინსვლა და შეტევა მშვიდობიან დემონსტრანტებზე, მით უმეტეს მათი დარბევა სპეცსაშუალებების ფართოდ გამოყენებით შეიძლება დაკვალიფიცირდეს მხოლოდ როგორც ძალის არაპროპორციული გამოყენება, მოქალაქეთა ჯანმრთელობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების შედეგით.

აშკარაა, რომ ხელისუფლების ბოლოდროინდელი ყველა მომდევნო ნაბიჯი მცდარია და აღვივებს საზოგადოების უდიდეს ნაწილთან მათ დაპირისპირებას, აზიანებს მათსავე საერთაშორისო და ქვეყნის შიდა იმიჯს. ნათქვამია, თუ ღმერთს გადაწყვეტილი აქვს ვინმეს დაღუპვა, ის მას, პირველ რიგში, განსჯის უნარს ართმევსო.

ამის გათვალისწინებით, ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს მცდელობებს, რომ მოქალაქეების მშვიდობიან პროტესტს მისცეს ფიზიკური დაპირისპირების სახე, რათა გაამართლოს მათ მიმართ გამოყენებული ძალა. ვფიქრობ, მომავალი პროტესტის ორგანიზატორებმა უნდა გაითვალისწინონ ეს ვითარება და ყველაფერი იღონონ იმისთვის, რომ ემოციებს აყოლილმა პროტესტის მონაწილეებმა ან შესაძლო პროვოკატორებმა ვერ მოახერხონ სამართალდამცავთან დაპირისპირების პროვოცირება.

ბოლოს, ხაზს ვუსვამ, რომ სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პროტესტის მონაწილეებს, ქედს ვიხრი მათ წინაშე გამოჩენილი შემართებისა და თავდადების გამო, ხოლო საქართველოს და მის ხალხს ვუსურვებ გამარჯვებას“, - წერს „რონდელის ფონდის“ ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა კენჭისყრაზე პირველი მოსმენით მიიღო, რასაც პარლამენტთან შეკრებილი საზოგადოების პროტესტი მოყვა.

საკანონმდებლო ორგანოსთან ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

შეგახსენებთ, 8 მარტს 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართება.  აქცია, ასევე, გაიმართება ბათუმში 17:00 საათზე.

შსს ინფორმაციით, გუშინდელ აქციაზე 66 პირი დააკავეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 იმდენს იზამთ, ოპოზიციასა და ხალხს შორის ჩატეხილ ხიდსაც გაამთლიანებთ - არჩილ გამზარდია

👉 ივანიშვილმა ნახევარ დღეში გაგანადგურა, შენს ადგილას გადავდგებოდი - წითლიძე ლევან იოსელიანს

👉 დღეს რუსთაველის გამზირზე მორიგი აქცია გაიმართება

👉 „გული მწყდება, რომ წაუკითხავად ვაპროტესტებთ იმას, რაც ჩვენსავე ინტერესს დაიცავს“ - ხუნდაძე

👉 როგორ უნდა დავიცვათ თავი დარბევის დროს და შევამციროთ სპეცსაშუალებების ზემოქმედება? - დავით ძიძიშვილის რეკომენდაციები