მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმდენს იზამთ, ოპოზიციასა და ხალხს შორის ჩატეხილ ხიდსაც გაამთლიანებთ - არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია - Pia.ge

„იმდენს იზამთ, ოპოზიციასა და ხალხს შორის ჩატეხილ ხიდსაც გაამთლიანებთ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს. 

„ანტისახელმწიფოებრივო სახელისუფლებო პროპაგანდისტებო, ვერანაირი მცდელობა, რომ ადამიანების აფილაცია მოინდომოთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, ვერ გამოგივათ.

მეტიც... იმდენს იზამთ, ოპოზიციასა და ხალხს შორის ჩატეხილ ხიდსაც გაამთლიანებთ და ოპოზიციისადმი სოლიდარულს გაგვხდით ყველას.

აღარ გამოგივათ!

გადავაბიჯებთ მაგ ბარიერსაც!“ - წერს არჩილ გამზარდია. 

ცნობისთვის, ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა კენჭისყრაზე პირველი მოსმენით მიიღო, რასაც პარლამენტთან შეკრებილი საზოგადოების პროტესტი მოყვა.

საკანონმდებლო ორგანოსთან ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

შეგახსენებთ, 8 მარტს 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართება.  აქცია, ასევე, გაიმართება ბათუმში 17:00 საათზე.

შსს ინფორმაციით, გუშინდელ აქციაზე 66 პირი დააკავეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ივანიშვილმა ნახევარ დღეში გაგანადგურა, შენს ადგილას გადავდგებოდი - წითლიძე ლევან იოსელიანს

👉 დღეს რუსთაველის გამზირზე მორიგი აქცია გაიმართება

👉 „გული მწყდება, რომ წაუკითხავად ვაპროტესტებთ იმას, რაც ჩვენსავე ინტერესს დაიცავს“ - ხუნდაძე

👉 როგორ უნდა დავიცვათ თავი დარბევის დროს და შევამციროთ სპეცსაშუალებების ზემოქმედება? - დავით ძიძიშვილის რეკომენდაციები

👉 კანონის მიღება არის ხმა ევროკავშირში საქართველოს პერსპექტივის წინააღმდეგ - ევროპარლამენტარი