მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, სადაც ჩვენი სამხედრო ბაზებია განთავსებული, ეს კარგად ესმის საქართველოს ხელისუფლებას“ - დიმიტრი მედვედევი

დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთისთვის აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომელთანაც მათ მეგობრული ურთიერთობა აქვთ. 

„რაც შეეხება საქართველოს ახალ შესაძლო აგრესიას მისგან გამოყოფილი ტერიტორიების წინააღმდეგ, ეს შეუძლებელია. ჩვენთვის დღეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთანაც ჩვენ მეგობრული ურთიერთობა დავამყარეთ და სადაც ჩვენი სამხედრო ბაზებია განთავსებული. და ეს კარგად ესმის საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. ისინი კიდევ ერთხელ არ გამოცდიან ბედს და არ შევლენ დაპირისპირებაში ისეთ ძალასთან, როგორიც რუსეთია“, - განაცხადა მედვედევმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა პირები, რომლებმაც ოლექსი რეზნიკოვისა და კირილ ბუდანოვის მკვლელობა დაგეგმეს

👉 „ბაიდენი ომის დამნაშავეა, ის უკრაინაში ცეცხლზე ნავთს ასხამს, ეს დიდი კრიმინალია“ - Pink Floyd-ის წევრი

👉 „2008 წელს ქმედებებით მოქალაქეების დასაცავად საქართველოს მშვიდობა ვაიძულეთ“ - დიმიტრი მედვედევი

👉 „ამერიკელები ცინიკურად იყვნენ დაკავებულნი ქართული შეიარაღებული ძალების წვრთნით და ამ პროცესში დიდ ფულს დებდნენ“ - დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომზე