მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დამალეთ თქვენი საყვარელი ადამიანები, თუ ისინი ძვირფასები არიან თქვენთვის - რეზნიკოვმა რუსი ჯარისკაცების ცოლებსა და დედებს მიმართა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა რუსებს მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

მან რუსებს საყვარელი ადამიანების დამალვისკენ მოუწოდა. 

„მინდა მივმართო რუსეთის მცხოვრებლებს. განსაკუთრებით რუსი ჯარისკაცების ცოლებს, დედებს, შეყვარებულებს. უკრაინაში რამდენიმე დღეში იმდენი რუსი სამხედრო განადგურდება, რამდენიც ჩეჩნეთის ორ ომში. ათასობით, ათასობით. რუსეთის მმართველი გახდა მკვლელი. 

ჩვენ ვიცით, რომ ახლა ახალგაზრდა ბიჭები სასწრაფოდ მიჰყავთ ჯარში მთელ რუსეთში. კონტრაქტის ჯარისკაცებს არ ეუბნებიან სად მიდიან სინამდვილეში და რა ელით მათ. დამალეთ თქვენი საყვარელი ადამიანები, თუ ისინი ძვირფასები არიან თქვენთვის.

მათ მოკლავენ უკრაინის ყველა ქალაქში. გამოდით ქუჩებში! მოითხოვეთ ომის შეჩერება! მოითხოვეთ რუსული არმიის გაყვანა უკრაინიდან! ნუ გეშინიათ! სიმართლე თქვენს მხარეზეა. ახლა მაინც შეგიძლიათ! შეცვალეთ ყველაფერი ისე, რომ მოგვიანებით არ ინანოთ. როდესაც კრემლის ომის დანაშაულების შესახებ ყველა ინფორმაცია გაირკვევა, თქვენი ახლობლები ძალიან მადლობელი იქნებიან “, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

იხილეთ აგრეთვე:

📢 საფრანგეთმა კიევში საელჩოს დასაცავად პოლიციის ელიტარული ნაწილი გაგზავნა

📢 ქვეყანა 50 000-ზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა დატოვა - გაეროს ლტოლვილთა სააგენტო

📢 თურქეთი რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კეტავს - რუსული მედია

📢 რუსული დესანტი კიევში დაშვებას ცდილობს

📢 ვორონეჟში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

📢 „საკუთარ სისხლში იცურავებენ“ - ვალერი ზალუჟნი

📢 როგორ ანადგურებს „ბაირაქტარი“ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს (ვიდეო)

📢 18 რუსული სადესანტო თვითმფრინავი კიევში ერთ საათში ჩაფრინდება - უახლესი ცნობები

📢 „თუ რუსების არტილერია დააზიანებს ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს, რადიოაქტიური მტვერი გავრცელდება უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე“ - ანტონი გერაშენკო

📢 რუსეთის ულტიმატუმი - მოსკოვი უკრაინის ნეიტრალიტეტს ითხოვს