მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დამპყრობლები შეეცდებიან დონბასის აღებას, მძიმე ბრძოლები ორი კვირა გაგრძელდება - არესტოვიჩი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის  მრჩეველი

„მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დონბასში მძიმე ბრძოლები გაიმართება, რომელიც ომის შემდეგი ეტაპის ბედს განსაზღვრავს. გარდა ამისა, დამპყრობლებმა გააძლიერეს ძალისხმევა ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით“, - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, დამპყრობლები ყურადღებას ამახვილებდნენ მთავარ მიზანზე - დონბასის ხელში ჩაგდებაზე.

„პუტინი აპირებდა ცხრა ოპერატიული ზონის დაკავებას - კიევი, ჩერნიგოვი, სუმი, ხარკოვი, ლუგანსკი და დონეცკის რეგიონები, მარიუპოლი, ხერსონი, მელიტოპოლი, ზაპოროჟიე. ახლა ის მხოლოდ ორის ქალაქის დაკავებაზეა ორიენტირებული - მარიუპოლი და ზაპოროჟიე. ისინი ექვსი მიმართულებით დამარცხდნენ. მათ არ შესწევთ ძალა შეტევაზე გადმოვიდნენ“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ფარული მობილიზაციის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ამიტომ დამპყრობლებს ჯერ კიდევ აკლიათ აღჭურვილობა და პერსონალი.

„რუსეთი ახლა ცარიელია, იქ პრაქტიკულად არ არის ჯარი, 120 ბატალიონიდან, რომელიც მათ გამოგზავნეს, 20-მდე მთლიანად განადგურდა. ეს ნიშნავს, რომ მათ სამხედრო პერსონალის 60%-ზე მეტი დაკარგეს. ერთადერთი ადგილი, სადაც ისინი თავდასხმას ცდილობენ, არის დონბასი“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

რუსული ავიაციის აქტიურობა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთში გაიზრდება - ბრიტანული დაზვერვა

✅ 19 100 რუსი სამხედრო, 1 895 ჯავშანმანქანა, 705 ტანკი - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგის შესახებ

✅ უკრაინელებმა რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი მოკლეს

 უკრაინის საჰაერო ძალებმა ფრთოსანი რაკეტა, უპილოტო აპარატი და ვერტმფრენი გაანადგურეს

✅ უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთით რუსების ორი შეტევა მოიგერიეს - განადგურდა 50-მდე ოკუპანტი

✅ არ არის გამორიცხული, რომ კიევი და ოდესა რუსეთის შემდეგი თავდასხმების მიმართულება იყოს - დენისენკო

✅ რუსეთი შესაძლოა, სუმის რეგიონში დაბრუნდეს - რეგიონის ხელმძღვანელი

✅ მოსკოვი საქართველოს რუსეთისკენ „საეჭვო კოღოების“ გაშვებაში ადანაშაულებს

🎥 უკრაინის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე ავიაიერიში განხორციელდა - არის მსხვერპლი

✅ უკრაინა გახდა ერთ-ერთი ყველაზე დანაღმული ქვეყანა - ვერეშჩუკი