მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ ვერ ბედავს პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას? - რუსი მეცნიერის განმარტება

რუსეტის პრეზიდენტი

რუსეთის დიქტატორ პუტინს დასავლეთის შანტაჟის იდეები ამოეწურა, მაგრამ ბირთვული იარაღით მუქარას კიდევ დიდხანს გააგრძელებს. ის ალბათ არ გამოიყენებს მას, - ამის შესახებ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელმა დიმიტრი ორეშკინმა განაცხადა. 

„პუტინს ეგონა, რომ დასავლეთს ეშინოდა ბირთვული კონფლიქტის. თუმცა, მან ამ ქმედებით, გააერთიანა დასავლეთი და მოამზადა უმძიმესი რეაქციებისთვის. ეს მისთვის კი ახალი ამბავია“, - აცხადებს ორეშკინი.

მან გაიხსენა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადება იმის შესახებ, რომ მზად არის მყისიერად უპასუხოს კრემლს და აღნიშნა, რომ ეს „რაღაცას ნიშნავს“.

„დასავლეთმა იცის, რომ მათ აქვთ ატომური იარაღი და სჯერა, რომ პუტინს შეეშინდება მისი გამოყენება.  მეც ასე ვფიქრობ“, - პროგნოზირებს მეცნიერი.

ექსპერტის თქმით, პუტინს ესმის, რომ უკრაინაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღით დარტყმის საპასუხოდ ნატოსგან გადამწყვეტ პასუხს მიიღებს.

„ნატო პირდაპირ უპასუხებს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით. ეს პუტინმა კარგად იცის, მაგრამ მაინც გააგრძელებს დაშინებას და მუქარას“, - ამბობს რუსი ექსპერტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️სჯობს მოკვდეს - პუტინის გარემოცვას მისი სიკვდილი სურს

✔️„ჩვენ ვერ ვხედავთ ომის დასრულების ნიშნებს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

✔️„რუსეთი ხერსონის ოლქში სამუდამოდ მივიდა“ - ანდრეი ტურჩაკი

✔️რუს გენერლებს უკრაინაში წარუმატებლობის გამო „წმენდის“ ეშინიათ და ერთმანეთს ადანაშაულებენ - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

✔️დამპყრობლები სევეროდონეცკში შეჭრას ცდილობენ