მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონეცკის და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გამო უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკრაინა სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს. მიზეზი სირიის მიერ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლად აღიარებაა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს სირიის არაბთა რესპუბლიკის გადაწყვეტილებას ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის უკრაინის მიმართ არამეგობრული აქტი, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, უკრაინის კანონმდებლობის, გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა

ამ არამეგობრული აქტის საპასუხოდ, უკრაინა აცხადებს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას სირიასთან საკონსულო ურთიერთობების გაწყვეტის გარეშე, ვენის 1963 წლის საკონსულო ურთიერთობის შესახებ კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად. უკრაინული მხარე, ასევე, იწყებს სირიის წინააღმდეგ სავაჭრო ემბარგოს შემოღების, ასევე სირიის იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ სხვა სანქციების დაწესების პროცედურას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გამოეხმაურა და განაცხადა, „ჩვენი პოზიცია ნათელია - ჩვენ ვუპასუხებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის ნებისმიერ მცდელობას და ეროვნული ინტერესების დაცვას ყველა შესაძლო საშუალებით, მათ შორის დიპლომატიურ ფრონტზე“.

სირიელი ხალხის წინააღმდეგ ბაშარ ასადის რეჟიმის დანაშაულთან დაკავშირებით, უკრაინულმა მხარემ ჯერ კიდევ 2016 წელს დახურა უკრაინის საელჩო დამასკოში, ასევე, 2018 წელს კიევში სირიის საელჩოს დახურვის ბრძანება გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „გადავწყვიტეთ, გავაძლიეროთ არმია ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე“ - ემანუელ მაკრონი

👉 ჯოკო ვიდოდომ ვლადიმერ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკის მესიჯი გადასცა - რუსული მედია

👉 მეტი არტილერია, საბრძოლო მასალა და საჰაერო თავდაცვის სისტემები - დამატებით 800 მილიონის დახმარება უკრაინას აშშ-სგან

👉 „შეხედეთ, რა მოხდა დღეს ზმეინის კუნძულზე, სადაც რუსეთს კვლავ მოუწია მიწის დათმობა“ - ბორის ჯონსონი

👉 „ფაქტია, რომ შეუძლებელია უსაფრთხოების შენება მოსკოვისა და მინსკის გარეშე და ბევრი იწყებს ამის გაცნობიერებას“ - სერგეი ლავროვი