მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ მობილიზაცია გამოცხადდა

სეპარატისტების სამხედრო უკრაინაში

დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

შესაბამის ბრძანებულებას დე ფაქტო ლიდერებმა დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა მოაწერეს ხელი.

„მოვუწოდებ თადარიგში მყოფ ყველა ადამიანს სამხედრო კომისარიატებში გამოცხადდნენ“, - განაცხადა პუშილინმა ვიდეომიმართვაში.

ლეონიდ პასეჩნიკმა 18-55 წლის კაცებს ლუგანსკის რეგიონის დატოვება აუკრძალა. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს „თავდაცვის საჭიროებისთვის“ სატრანსპორტო საშუალებების და ქონების ამოღების უფლება მიეცათ. ლუგანსკში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან უშუალო საფრთხე არსებობს.

ამასთანავე უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკრაინის ჯარი სეპარატისტულ რეგიონებზე თავდასხმას არ გეგმავს. როგორც ტელეგრამ-არხში პარტია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა ელენა შულიაკმა დაწერა, „უკრაინა არც გეგმავდა და არც გეგმავს დონბასში არანაირ შეტევით ოპერაციას“.

შულიაკი, ასევე, აცხადებს, რომ რუსეთი დონბასში პროვოკაციებს აწყობს, ხოლო 18 თებერვალს დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიდან მოსახლეობის ევაკუაციას კიევში „უკანონო დეპორტაციას“ უწოდებენ.

უკრაინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ეს ქმედებები „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის განხორციელებისთვის ხელოვნური საბაბის შექმნის მცდელობას“ წარმოადგენს. 

ამავე თემაზე: 

📎  დონბასში უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

📎  აშშ უკრაინის ბანკებზე კიბერშეტევაში რუსეთს ადანაშაულებს

📎  ბაიდენი - რუსეთი შეტევას პირდაპირ კიევის მიმართულებით განახორციელებს

📎 დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის დავალებით დონეცკიდან როსტოვში გადასულ თითოეულ დევნილს 10 ათას რუბლს გადაუხდიან

📎 დონეცკის ოლქში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

📎 „რუსულმა სპეცსამსახურებმა შეიძლება, სამოქალაქო კოლონები ჩაცხრილონ, რომლებიც დონბასს ტოვებენ“ - უკრაინის რადას დეპუტატი