მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენი - რუსეთი შეტევას პირდაპირ კიევის მიმართულებით განახორციელებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ „აგრესიის გაგრძელების გადაწყვეტილება“ მიიღო. ამის შესახებ ბაიდენმა უკრაინის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ტელემიმართვაში განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

ჯო ბაიდენის ინფორმაციით, რუსეთი აგრესიის განხორციელებას მომდევნო რამდენიმე დღეში შეეცდება. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამაზე რუსეთის ჯარის განთავსება მიუთითებს, რომელმაც უკრაინას ალყა შემოარტყა - ბელარუსის საზღვრიდან ჩრდილოეთით და შავ ზღვამდე - სამხრეთით. სულ უკრაინის საზღვართან, ბაიდენის ინფორმაციით, 150 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

„ჩვენ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაზე შეტევას მომდევნო დღეებში ან მომდევნო კვირას განახორციელებენ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ბაიდენს აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი შეტევას პირდაპირ კიევის მიმართულებით განახორციელებს.

ჯო ბაიდენი ამბობს, რომ დიპლომატიური გზით პრობლემების მოგვარების შესაძლებლობები ჯერ კიდევ არსებობს, რადგანაც ინტერვენცია ამ დრომდე არ განხორციელებულა.

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ დასკვნებს დაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აკეთებს, ხოლო აშშ-ს ძლიერი სადაზვერვო პოტენციალი გააჩნია.

აშშ-ის ლიდერი ამბობს, რომ თუ რუსეთი ამ გეგმით იმოქმედებს, ის კატასტროფულ და არავისთვის არასაჭირო ომზე იქნება პასუხისმგებელი. 

ამავე თემაზე: 

📎 დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის დავალებით დონეცკიდან როსტოვში გადასულ თითოეულ დევნილს 10 ათას რუბლს გადაუხდიან

📎 დონეცკის ოლქში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

📎  დონეცკში მთავრობის შენობასთან მანქანა აფეთქდა

📎 „რუსულმა სპეცსამსახურებმა შეიძლება, სამოქალაქო კოლონები ჩაცხრილონ, რომლებიც დონბასს ტოვებენ“ - უკრაინის რადას დეპუტატი