მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ელემენტარული მანერების არარსებობის გამო ძველი სასახლე გაფუჭებულ პაბად გადააქცია“ - მარია ზახაროვამ ლიზ ტრასს „გაუნათლებელი ქალი“ უწოდა

მარია ზახაროვა, ლიზ ტრასი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ ტრასის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მზად არის, გამოიწვიოს პუტინი სასაუბროდ და „ალყაში მოაქციოს“ სერგეი ლავროვი.

„გვახსოვს, როგორ დასრულდა ამ გაუნათლებელი ქალის მცდელობა მოსკოვში სერგეი ლავროვის „ალყაში მოქცევისა“ მისი სირცხვილით, როცა ვერც კი გაიგო, რაზე ლაპარაკობდა და გეოგრაფიული სახელები აერია. ამ მოლაპარაკებებზე ბრიტანეთის ელჩი იძულებული გახდა, ლიზ ტრასისთვის ყურში ეჩურჩულა სწორი პასუხები“, - განაცხადა ზახაროვამ.

გარდა ამისა, ზახაროვამ ტრასს მანერებიც დაუწუნა. 

„თქვენ ჯერ არ გინახავთ ლიზ ტრასი მაგიდასთან ლანჩის დროს. ელემენტარული მანერების არარსებობის გამო მან მოახერხა, ძველი სასახლე გაფუჭებულ პაბად გადაექცია“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მანამდე, ლიზ ტრასმა განაცხადა, „მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს და გამოვიწვიო სასაუბროდ ისეთი დიდი ქვეყნების მონაწილეობით, როგორიცაა ინდოეთი და ინდონეზია. ანუ, წავალ იქ და გამოვიწვევ მას სასაუბროდ”.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს, წავალ იქ და გამოვიწვევ მას სასაუბროდ“ - ლიზ ტრასი

👉 „ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი უფრო დიდი ნაბიჯისკენ - ეკატერინეს დანიშვნა პარტიის „ერთიანი რუსეთის“ ხელმძღვანელის პოსტზე“ - პუტინის ქალიშვილი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

👉 უკრაინელებმა დონეცკისა და ბახმუტის მიმართულებით მტრის თავდასხმები მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

👉 „დენაციფიკაცია გაჩაღებულია“ - მარია ზახაროვა ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

👉 „ნატოს ინსტრუქტორები ხელმძღვანელობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების და ეროვნული ბატალიონების მოქმედებებს პირდაპირ ადგილზე“ - სერგეი ლავროვი