მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის „ჰოლოკოსტი“, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ადამიანების მოკვლა“ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში რუსეთის შეჭრას გამოეხმაურა და მას „ჰოლოკოსტი“ უწოდა. ტრამპმა რუსეთს ბრძოლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას the hill ავრცელებს.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთმა „უნდა შეწყვიტოს ამ ადამიანების მკვლელობა“. ტრამპმა, ასევე, უპასუხა წამყვანის შეკითხვას, რუსეთ-უკრაინის ომში რა არის გამოსავალი. მისი თქმით, გამოსავალია ომის შეწყვეტა, თუმცა რუსეთი აშშ-ს არ სცემს პატივს.

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ადამიანების მოკვლა. თუმცა, ისინი არ სცემენ პატივს ამერიკას. ეს არის ჰოლოკოსტი. საშინელებაა, რაც ხდება. ჩვენ ამ ყველაფრის მოწმეები ვართ და ამას ყოველ საღამოს ტელევიზორით ვუყურებთ“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

ტრამპმა, ასევე, არა ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მისი პრეზიდენტობის დროს არ მომხდარა კონფლიქტები.

ინტერვიუს დროს ტრამპი ყოყმანობდა, ეთქვა, სჯერა თუ არა უკრაინის ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას.

„ახლა ბევრად უფრო ადვილი იქნება პასუხი „დიახ“-, ვიდრე ეს ექვსი თვის წინ იქნებოდა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამავე თემაზე:

📣 „პირველად ომის შვიდი დღის განმავლობაში უკრაინული შენაერთები შეტევაზე გადავიდნენ“ - ალექსი არესტოვიჩი

📣 „16 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი მოხალისე უკვე მოდის“ - დმიტრო კულება

📣 13 ევროპარლამენტარი, რომლებმაც მხარი არ დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას

📣 დღეს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება

📣 ყირიმში განლაგებული რუსული ბრიგადა ომში მონაწილეობაზე უარს ამბობს

📣 უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზოგიერთ საზღვრისპირა რეგიონში რუსებს უკან დახევა აიძულეს

📣 რუსმა სამხედროებმა გემზე ბუნტი მოაწყვეს