მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პირველად ომის შვიდი დღის განმავლობაში უკრაინული შენაერთები შეტევაზე გადავიდნენ“ - ალექსი არესტოვიჩი

ალექსი არესტოვიჩი

პირველად ომის შვიდი დღის განმავლობაში უკრაინული შენაერთები შეტევაზე გადავიდნენ და მიიწევენ გარლოვკისკენ. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სასიხარულო ამბავია. ჩვენი ქვედანაყოფების უმეტესობა პოზიციებს ინარჩუნებს, ჩვენი ერთ-ერთი ბრიგადა კი გარლოვკის გარეუბანში დაწინაურდა“, - განაცხადა ალექსი არესტოვიჩმა.

რაც შეეხება უკრაინაში არსებულ ვითარებას, არესტოვიჩმა დასძინა, რომ შეჩერებულია რუსული ჯარების მოძრაობა ჩერნიგოვისა და სუმის მიმართულებით.

როგორც პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა განაცხადა, კიევის ჩრდილო-დასავლეთით, რუსები აგრძელებენ ძალების კონცენტრირებას დედაქალაქზე შემდგომი თავდასხმებისთვის. თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალები საარტილერიო დარტყმებს აყენებენ.

„ხარკოვში მტერი ქალაქს რამდენიმე რაკეტას და თვითმფრინავს ესვრის. „ამოცანაა ქალაქის ფსიქოლოგიურად გატეხა“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

იხილეთ აგრეთვე:

📣 უკრაინის არმიამ რუსული საიდუმლო დოკუმენტები მოიპოვა, რომელშიც დეტალურად წერია ომის დაწყების და დასრულების თარიღები

📣 ევროკავშირმა SWIFT-დან 7 რუსული ბანკი გათიშა

📣 კრემლი იანუკოვიჩის უკრაინის პრეზიდენტად დასახელებას გეგმავს

📣 ყირიმში განლაგებული რუსული ბრიგადა ომში მონაწილეობაზე უარს ამბობს

📣 კიევის დაცემის შემთხვევაში ნატოს ძალების ინტერვენცია აუცილებლად მოხდება, შესაძლოა მანამდეც - კახა გოგოლაშვილი

📣 მოსკოვში ევრო და დოლარი ისტორიულ მაქსიმუმზეა - რუბლი დაეცა

📣 ისტორიული რეკორდი - ევროპაში გაზის ფასმა მაქსიმუმს მიაღწია

📣 ზუგზვანგი ანუ სვლა ჭადრაკში, როდესაც ნებისმიერი შემდგომი სვლა აუარესებს მოთამაშის მდგომარეობას - გერაშჩენკო რუსეთზე

📣 5840 რუსი სამხედრო, 211 ტანკი, 862 ჯავშანტექნიკა - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი უახლეს ცნობებს აქვეყნებს