მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„16 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი მოხალისე უკვე მოდის“ - დმიტრო კულება

დიმიტრი კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ათასზე მეტი უცხოელი უკვე მიდის უკრაინაში, რათა შეუერთდეს უკრაინის საერთაშორისო თავდაცვის ლეგიონს. ამის შესახებ მან ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

„უკრაინაში უკვე მოდიან მოხალისეები მსოფლიოს 16 ქვეყნიდან, რომლებიც მზად არიან უკრაინელ ხალხთან ერთად იბრძოლონ აგრესორის წინააღმდეგ. მათმა რაოდენობამ უკვე ათასს გადააჭარბა“, - აღნიშნა კულებამ.

მინისტრმა, ასევე, დასძინა, რომ მოხალისეების განცხადებების მიღება გრძელდება.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 მარტიდან უვიზო რეჟიმი შემოიღო უცხოელებისთვის, რომლებსაც სურთ უკრაინის საერთაშორისო თავდაცვის ლეგიონში გაწევრიანება. უვიზო რეჟიმი მოქმედებს საომარი მდგომარეობის ვადით.

ამავე თემაზე:

📣 „პირველად ომის შვიდი დღის განმავლობაში უკრაინული შენაერთები შეტევაზე გადავიდნენ“ - ალექსი არესტოვიჩი

📣 ევროკავშირმა SWIFT-დან 7 რუსული ბანკი გათიშა

📣 დღეს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება

📣 ყირიმში განლაგებული რუსული ბრიგადა ომში მონაწილეობაზე უარს ამბობს

📣 „ეს არის გზა ქვეყნის დეგრადაციისა და გაღატაკებისკენ“ - მოსკოველმა დეპუტატებმა პუტინს ომის დასრულებისკენ მოუწოდეს

📣 უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზოგიერთ საზღვრისპირა რეგიონში რუსებს უკან დახევა აიძულეს

📣 რუსმა სამხედროებმა გემზე ბუნტი მოაწყვეს

📣 „სამხედრო ოპერაციის შემდეგ რუსეთი უკრაინაში არჩევნებს არ ჩაატარებს“ - პესკოვი