ევროკავშირი უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ღირებულების ახალ დახმარების პაკეტს ამზადებს. სესხის პაკეტი არის 9 მილიარდი ევროს დიდი პაკეტის ნაწილი, რომელიც მაისში გამოცხადდა. ამის შესახებ Bloomberg ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს.
დიპლომატების თქმით, ევროკომისია სასესხო პაკეტს მომავალ კვირას წარადგენს. ამ თანხის გადაცემა იგეგმება უკრაინისთვის, რათა დაიფაროს გადაუდებელი ხარჯები, მათ შორის ხელფასები.
აღნიშნული თანხა არის 9 მილიარდი ევროს დიდი პაკეტის ნაწილი, რომელსაც ევროკავშირი უკრაინას მაისში დაჰპირდა. თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, დახმარების გადაცემის პროცესი შენელდა ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უთანხმოების გამო. უთანხმოების მიზეზი, სავარაუდოდ, დახმარების პროგრამის დეტალების განხილვა გახდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა - სიის სათავეში პუტინის ქალიშვილები არიან