დონეცკის ოლქში უკრაინამ ტყვეების მორიგი გაცვლა მოაწყო და 14 ჯარისკაცი დაიბრუნა.
„14 უკრაინელი დამცველი დაბრუნდა სახლში. მათ შორის, ათი 58-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადიდან (OMBR) და ოთხი 30-ე მექანიზებული ბრიგადიდან. ისინი საოკუპაციო ძალებმა ამ გაზაფხულზე დაატყვევეს. გათავისუფლებულებს შორის არიან ოფიცერი და სამხედრო მედიკოსი“, - წერს უკრაინის საკოორდინაციო შტაბი.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „ანტირუსულმა სანქციებმა ევროპაში კრიზისი გამოიწვია“ - დმიტრი პესკოვი
👉 „ის ჭკუიდან შეიშალა ან დემენციის გვიან სტადიაზეა“ - დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენზე