მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა - სიის სათავეში პუტინის ქალიშვილები არიან

ვლადიმერ პუტინი

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის მიმართ შემაკავებელი ზომების ახალი პაკეტი დაამტკიცა, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქალიშვილების მიმართ.

როგორც დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროში განაცხადეს, მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე შემაკავებელი ზომების ახალი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც 99 ფიზიკურ და 178 იურიდიულ პირს ეხება.

საუბარია რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებსა და რუსეთისა და ბელორუსის ეროვნული ბანკების ოფიციალურ პირებზე. შეზღუდვების ქვეშ მოექცნენ სხვა რუსული და ბელორუსული კომპანიები და ამ ქვეყნების მოქალაქეები - რომლებმაც ხელი შეუწყვეს რუსეთის ფედერაციის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და რომელთა დახმარებითაც რუსეთი ცდილობდა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს - მედია

👉 „ვულოცავ „ქართულ ოცნებას“ გუნდის შიგნით შერიგებას და იმას, რომ რაღაცნაირად ურთიერთობები დათბა“ - იაგო ხვიჩია

👉 „ანტირუსულმა სანქციებმა ევროპაში კრიზისი გამოიწვია“ - დმიტრი პესკოვი

👉 „ის ჭკუიდან შეიშალა ან დემენციის გვიან სტადიაზეა“ - დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენზე

👉 „რუსეთის პირდაპირი დანებება არ იქნება, პუტინს საკუთარი ხალხი დაამხობს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება“ - რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი