მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„ვულოცავ „ქართულ ოცნებას“ გუნდის შიგნით შერიგებას და იმას, რომ რაღაცნაირად ურთიერთობები დათბა“ - იაგო ხვიჩია

პარტია გირჩის ლიდერი

პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაეროში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის ურთიერთობები დათბა. ამის შესახებ ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ვულოცავ „ქართულ ოცნებას“ გუნდის შიგნით შერიგებას და იმას, რომ რაღაცნაირად შიგნით ურთიერთობები დათბა. თუმცა გულწრფელი რომ ვიყო, რეალური კონფლიქტის არც არასდროს მჯეროდა და ეს ყოველთვის მეგონა სპექტაკლის ნაწილი, რითაც ხდებოდა ყურადღების გადატანა უფრო მნიშვნელოვანი თემებიდან ნაკლებად მნიშვნელოვან თემაზე – როგორიც არის საკონსტიტუციო სარჩელი „ქართული ოცნების“ ერთი გუნდის მეორე გუნდის წინააღმდეგ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, 7 ივნისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძის დანიშვნაზე გაეროში, ხოლო კახა იმნაძის დანიშვნაზე კანადაში, უარი თქვა. ამის გამო კი მმართველმა პარტიამ ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ზურაბიშვილმა მანამდე განაცხადა - „5 წელი იყო ელჩი ამერიკაში და არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის, არ უნდა იყოს დანიშნული გაეროში, წავიდეს სხვაგან“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ანტირუსულმა სანქციებმა ევროპაში კრიზისი გამოიწვია“ - დმიტრი პესკოვი

👉 „ის ჭკუიდან შეიშალა ან დემენციის გვიან სტადიაზეა“ - დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენზე

👉 „რუსეთის პირდაპირი დანებება არ იქნება, პუტინს საკუთარი ხალხი დაამხობს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება“ - რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი

👉 „მაფია რჩება მაფიად, ზურაბიშვილი, ივანიშვილი წარმოადგენენ ერთ დანაშაულებრივ ჯგუფს“ - შალვა ნათელაშვილი

👉 „ლუკაშენკო პუტინის ერთგული მოკავშირეა და ის ყველაფერს გააკეთებს, რასაც პუტინი სთხოვს, გარდა ბელორუსის არმიის უკრაინაში გაგზავნისა“ - ტომ კუპერი