უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის მიერ გაზით შანტაჟი სისულელეა, რადგან სექტემბერი ახლახან დაიწყო და ევროპის გაზის საწყობები თითქმის სავსეა.
„სექტემბერი ახლახან დაიწყო და ევროპის გაზის საწყობები თითქმის სავსეა. კიდევ ერთხელ გაირკვა, რომ რუსული საშინელებათა სიუჟეტები „ცივი ზამთრის“ შესახებ სისულელეა. ისევე როგორც ევროპის გაზით შანტაჟის და სახლში წასვლის გეგმა. მაინც გეგმის მიხედვით მიდის, არა? როგორც ჩანს, გეგმა ასეთია: თავისუფალი უკრაინა და ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ევროკავშირი“, - წერს პოდოლიაკი.
Вересень тільки почався, а газові сховища Європи заповнені майже вщерть. Укотре виявилося, що російські страшилки про «холодну зиму» є пшиком. Як і план газового шантажу Європи та примусу до здачі. Все ж іде за планом, так? Мабуть, план такий: вільна 🇺🇦 та енергонезалежний 🇪🇺.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) September 2, 2022
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა - სიის სათავეში პუტინის ქალიშვილები არიან
👉 უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს - მედია
👉 „ანტირუსულმა სანქციებმა ევროპაში კრიზისი გამოიწვია“ - დმიტრი პესკოვი