მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირმა SWIFT-დან 7 რუსული ბანკი გათიშა

SWIFT

ევროკავშირმა 7 რუსული ბანკის SWIFT-დან გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ. 

ბანკების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

🏧 ბანკი ოტკრიტიე

🏧 ნოვიკომბანკი

🏧 პრომსვიაზბანკი

🏧 ბანკი როსია

🏧 სოვკომბანკი

🏧 ვნეშექონომ ბანკი

🏧 ვითიბი ბანკი

ევროკავშირის მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ სიაში არსებული ბანკები შეირჩა რუსეთის სახელმწიფოსთან მათი კავშირების საფუძველზე.

თავდაპირველად, რამდენიმე ევროპული სახელმწიფო აპროტესტებდა რუსეთის გათიშვას SWIFT-დან, იმის შიშით, რომ შედეგები საკუთარი ქვეყნის ეკონომიკაზე აისახებოდა, მაგრამ შაბათ-კვირას ევროკომისია, აშშ-მა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ერთობლივ დოკუმენტში მაინც გამოავხადეს სანქციები.

SWIFT - ეს არის ქსელი, რომელსაც ბანკები ფულის გადარიცხვისა და სხვა ტრანზაქციების შესახებ უსაფრთხო შეტყობინებების გასაგზავნად იყენებენ. ის არ ფლობს რაიმე აქტივს და არ მართავს თავისი კლიენტების ანგარიშებს, მაგრამ მასზე წვდომა მნიშვნელოვანია მისი გლობალური გამოყენების, მოქნილობისა და მოხერხებულობის გამო.

შეგახსენებთ, 27 თებერვალს გერმანიამ დასავლელ ლიდერებთან მოლაპარაკებების შემდეგ, გამოაცხადა, რომ რუსული ბანკები, რომლებიც მოექცნენ საერთაშორისო საზოგადოების სანქციების ქვეშ, საჭიროების შემთხვევაში, გამოირიცხებოდნენ საერთაშორისო SWIFT სისტემიდან.

 იხილეთ აგრეთვე:

📣 მოსკოვში ევრო და დოლარი ისტორიულ მაქსიმუმზეა - რუბლი დაეცა

📣 ისტორიული რეკორდი - ევროპაში გაზის ფასმა მაქსიმუმს მიაღწია

📣 ზუგზვანგი ანუ სვლა ჭადრაკში, როდესაც ნებისმიერი შემდგომი სვლა აუარესებს მოთამაშის მდგომარეობას - გერაშჩენკო რუსეთზე

📣 5840 რუსი სამხედრო, 211 ტანკი, 862 ჯავშანტექნიკა - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი უახლეს ცნობებს აქვეყნებს

📣 კრემლი იანუკოვიჩის უკრაინის პრეზიდენტად დასახელებას გეგმავს

📣 ყირიმში განლაგებული რუსული ბრიგადა ომში მონაწილეობაზე უარს ამბობს

📣 კიევის დაცემის შემთხვევაში ნატოს ძალების ინტერვენცია აუცილებლად მოხდება, შესაძლოა მანამდეც - კახა გოგოლაშვილი

📣 რუსმა სამხედროებმა გემზე ბუნტი მოაწყვეს

📣 „დარწმუნებული ვართ ჩვენს შესაძლებლობებში, დავიცვათ საკუთარი თავი და მოკავშირეები“ - პენტაგონი პუტინის მუქარას პასუხობს ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ