რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, ევროპაში ენერგეტიკული ბაზრები ციებ-ცხელებაშია და ანტირუსულმა ზომებმა იქ კრიზისი გამოიწვია.
„ხედავთ, როგორ არის ენერგეტიკული ბაზრები ციებ-ცხელებაში, ძირითადად ევროპაში. ამ ანტირუსულმა ზომებმა გამოიწვია ძალიან, ძალიან ღრმა კრიზისი. ამერიკული კომპანიები მდიდრდებიან, ხოლო ევროპელი გადამხდელები ღარიბდებიან. ვნახოთ, როგორ განვითარდება ნავთობის საქმეები, თუ ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებები მიიღება“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „ის ჭკუიდან შეიშალა ან დემენციის გვიან სტადიაზეა“ - დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენზე