მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაერო: რუსეთის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებიდან, ქვეყანაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რადა გაეროსგან უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობოების გაგზავნას სთხოვს

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად, 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი თავის ანგარიშში იტყობინება.

„2022 წლის 24 თებერვლის დილის 4:00 საათიდან, როდესაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმა დაიწყო, 17 აპრილის შუაღამემდე [ადგილობრივი დროით], გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა უკრაინაში 4 890 მშვიდობიანი მოქალაქის დაშავების შესახებ აღრიცხა. მათგან 2 072 დაღუპული, ხოლო 2 818 კი დაჭრილია“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის: 537 მამაკაცი, 327 ქალი, 38 გოგო და 60 ბიჭია. ასევე 71 ბავშვი და 1 039 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერ არ არის დადგენილი.

2 818 დაშავებულს შორის კი, 327 მამაკაცი, 253 ქალი, 56 გოგო და 61 ბიჭი, ასევე 155 ბავშვი და 1 966 ზრდასრული პირია, რომელთა სქესიც, ასევე ჯერ დადგენილი არ არის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „განადგურება, სიკვდილი, აფეთქებები“ - ბელორუსია ევროკავშირის სამ ქვეყანას ომით ემუქრება

👉 უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ივნისისთვის ელოდება

👉 იზიუმის მიმდებარედ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსებისგან რამდენიმე დასახლება გაანთავისუფლეს

👉 პუტინმა შესაძლოა, ნატოს ბაზაზე შეტევა განახორციელოს - ბრიტანეთის უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი

👉 იტალია მიიჩნევს, რომ ევროკავშირს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება უფრო სწრაფად შეუძლია