მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რომ რუსული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოიხსნება“ - ვლადიმერ პუტინი

რუსეტის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსული მარცვლეულის მიწოდებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას. მისი თქმით, ამის შესახებ იყო შეთანხმება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არავინ იყო წინააღმდეგი, მათ შორის შეერთებული შტატები.

„ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რომ რუსული მარცვლეულის ექსპორტისთვის საჰაერო მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოიხსნება. ჩვენ ამაზე თავდაპირველად შევთანხმდით საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეს ყველაფერი აქამდე არავის გაუპროტესტებია, მათ შორის არც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს“, - განაცხადა პუტინმა ირანში ვიზიტის დროს.

მან იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვები მოიხსნება სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე ვითარების გასაუმჯობესებლად.

„როგორც იცით, ამერიკელების მიერ მსოფლიო ბაზარზე რუსული სასუქების მიწოდებაზე შეზღუდვები ფაქტობრივად მოიხსნა. იმედი მაქვს, თუ მათ გულწრფელად სურთ, გააუმჯობესონ ვითარება სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე, იგივე მოხდება რუსული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 დაუმორჩილებლობა და სიმთვრალე ყვავის რუსულ ნაწილებში - უკრაინის გენშტაბი

👉 ევროკავშირი რუსული ბანკებისთვის სანქციების შემსუბუქებას გეგმავს - Reuters

👉 პოლონეთმა აშშ-სგან Abrams-ის ტიპის 28 ტანკი მიიღო

👉 „რუსეთს უფრო და უფრო უჭირს შეტევითი მოქმედებების ეფექტურობის შენარჩუნება“ - ბრიტანეთის დაზვერვა

👉 დაინიშნება თუ არა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ალექსეი არესტოვიჩი? - არესტოვიჩის განმარტება