მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი რუსული ბანკებისთვის სანქციების შემსუბუქებას გეგმავს - Reuters

ევროკავშირის დროშა

ევროკავშირი 20 ივლისს მოსკოვის მიმართ სანქციებს შეამსუბუქებს და რუსული წამყვანი ბანკების ზოგიერთ სახსრებს დაუშვებს, რომლებიც შესაძლოა, საჭირო გახდეს საკვებით და სასუქებით გლობალურ ვაჭრობაში არსებული შეფერხებების შესამსუბუქებლად. ამის შესახებ Reuters წერს.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ევროკავშირმა აღნიშნული გადაწყვეტილება აფრიკული ქვეყნების ლიდერების განცხადების შემდეგ მიიღო, რომლებიც კრიტიკულად საუბრობდნენ ვაჭრობაზე სანქციების ნეგატიური გავლენის თაობაზე, რამაც გააძლიერა დეფიციტი, ძირითადად, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და შავი ზღვის პორტების ბლოკადის გამო.

შეცვლილი რეგულაციებით, რომელსაც ევროკავშირის ელჩები 20 ივლისს მიიღებენ, ევროპული გაერთიანების ქვეყნებს შეეძლებათ, შეამსუბუქონ ის ბლოკირებული ეკონომიკური რესურსები, რომლებსაც წამყვანი რუსი კრედიტორები,  „ვითიბი“, „სოვკომბანკი“ „ნოვიკომბანკი“ „ოტკრიტიე ბანკი“, „პრომსვიაზბანკი“, „ბანკ რასია“ და „ვები“ ფლობდნენ.

გარდა ამისა, ახალი სანქციების პირობებში, რუსეთის უმსხვილესი ბანკი „სბერბანკი“ დაექვემდებარება მისი აქტივების გაყინვას, გარდა საკვებით ვაჭრობისთვის საჭირო რესურსებისა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 პოლონეთმა აშშ-სგან Abrams-ის ტიპის 28 ტანკი მიიღო

👉 „რუსეთს უფრო და უფრო უჭირს შეტევითი მოქმედებების ეფექტურობის შენარჩუნება“ - ბრიტანეთის დაზვერვა

👉 დაინიშნება თუ არა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ალექსეი არესტოვიჩი? - არესტოვიჩის განმარტება

👉 „28 თანამდებობის პირის გათავისუფლების საკითხი წყდება, სხვადასხვა მიმართულება, მიზეზები მსგავსი“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 „ბრძოლის ველზე სიტუაციის დასტაბილურება მოვახერხეთ, დაძაბულია, მაგრამ სრულად კონტროლირებადია“ - ვალერი ზალუჟნი