მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთს უფრო და უფრო უჭირს შეტევითი მოქმედებების ეფექტურობის შენარჩუნება“ - ბრიტანეთის დაზვერვა

უკრაინელი სამხედროები

რუსეთის არმიას სულ უფრო უჭირს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დროს შეტევითი მოქმედებების ეფექტურობის შენარჩუნება. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო წერს.

„შეჭრის დაწყებიდან რუსეთი იბრძოდა ეფექტური შეტევითი საბრძოლო ძალის შესანარჩუნებლად და ეს პრობლემა, სავარაუდოდ, სულ უფრო მწვავე ხდება“, - აღნიშნავს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

დაზვერვის ინფორმაციით, პერსონალის სერიოზული დეფიციტის გარდა, რუსეთის არმიას შეექმნა პრობლემა და არჩევანის წინაშე დადგა, უკრაინის აღმოსავლეთში რეზერვების განლაგებასა და ხერსონის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევებისგან დაცვას შორის.

რუსეთის ფედერაციის უახლოეს პოლიტიკური მიზანს კი დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორიის აღება წარმოადგენს.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა შესაძლოა, მაინც მიაღწიოს გარკვეულ ტერიტორიულ წარმატებას, მისი ოპერატიული ტემპი და წინსვლის სიჩქარე იქნება ძალიან ნელი“, - წერს ბრიტანული დაზვერვა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 დაინიშნება თუ არა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ალექსეი არესტოვიჩი? - არესტოვიჩის განმარტება

👉 „28 თანამდებობის პირის გათავისუფლების საკითხი წყდება, სხვადასხვა მიმართულება, მიზეზები მსგავსი“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 „ბრძოლის ველზე სიტუაციის დასტაბილურება მოვახერხეთ, დაძაბულია, მაგრამ სრულად კონტროლირებადია“ - ვალერი ზალუჟნი

👉 „თურქეთი გაყინავს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესს, თუ არ შეასრულებენ დაპირებებს“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

👉 „ვფიქრობ, ზელენსკის გუნდში გარკვეული დაპირისპირებაა, ანდრეი ერმაკი ძალიან ძლიერდება“ - ოლექსი გონჩარენკო