მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი ბელარუსიდან უკრაინაში ცალკეული ქვედანაყოფების გადასროლას გეგმავს - უკრაინის გენშტაბი

რუსი და ბელარუსი სამხედროები

რუსეთის სარდლობამ ძალისხმევა უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებების შეკავებაზე გაამახვილა - ოკუპანტების ქვედანაყოფების გადაადგილება გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის გენშტაბი იუწყება.

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის რეზიუმეშია აღნიშნული, რუსეთი ბელარუსიდან უკრაინაში ცალკეული ქვედანაყოფების გადასროლას გეგმავს.

„მიმდინარეობს მოწინააღმდეგის პერსონალის და სამხედრო ტექნიკის გადაადგილება იმ დანაყოფების დასაკომპლექტებლად, რომლებმაც დანაკარგები განიცადეს. მოსალოდნელია, რომ მოწინააღმდეგის ზოგიერთი შენაერთი გადაყვანილი იქნება ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან, მას შემდეგ, რაც ისინი საბრძოლო შესაძლებლობებს შეიძენენ“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ბელორუსის ტერიტორიებიდან ოკუპანტის შემტევი ჯგუფების ფორმირების ნიშნები არ გამოვლენილა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „გულთან ახლოს არ მიგვაქვს ის, რაც ევროპარლამენტში ხდება“ - პესკოვი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

👉 რუსეთი დნიპროზე უკრაინის კონტრშეტევის პერსპექტივას სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს - ISW

👉 რუსები დონეცკში, სოფელ პავლოვკასთან ახლოს ფრონტის ხაზის გარღვევას ცდილობენ - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

👉 „21-ე საუკუნის ფაშიზმი“ - პოდოლიაკი უკრაინის ენერგოსისტემის დაბომბვაზე

👉 „ბრძოლები დონბასისთვის“ - რუსებმა შეამცირეს შეტევის ინტენსივობა ზოგიერთ რაიონში