მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყირიმში საბრძოლო მასალის აფეთქების მიზეზი დივერსია იყო“ - რუსული მხარე

აფეთქება ყირიმში

ყირიმის ჯანკოის რაიონში მდებარე სამხედრო საცავში საბრძოლო მასალის აფეთქება დივერსიის გამო მოხდა, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

„16 აგვისტოს დილით, დივერსიის შედეგად, დაზიანდა სამხედრო საწყობი. ამასთან, სერიოზულად არავინ დაშავებულა. დივერსიის შედეგების აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებები ტარდება. შემთხვევის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები: ელექტროგადამცემი ხაზები, რკინიგზის ლიანდაგები და საცხოვრებელი კორპუსები“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, დილით, ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა. ყირიმის ჯანკოის რაიონში რუსული სამხედრო ბაზა დაიწვა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ფინეთი წლის ბოლომდე ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდება - ფინური მხარე

✔️ „უნიპოლარული სამყაროს ეპოქა წარსულს ჩაბარდა“ - ვლადიმერ პუტინი

✔️ ალიგატორის თავდასხმის შედეგად ქალი დაიღუპა - შემთხვევა სამხრეთ კაროლინაში

✔️ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმის

✔️ უკრაინაში მებრძოლ პრორუსულ ძალებს შორის განხეთქილება მოხდა - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“