მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყოველთვის ჩნდებოდა კითხვა: ვის ვესაუბრებით - კიევს თუ ვაშინგტონს?“ - ზახაროვა უკრაინასთან მოლაპარაკებებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ უკრაინასთან მოლაპარაკებების დროს არსებულ სირთულეებსა და უკრაინის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა. ზახაროვას თქმით, უკრაინა მოლაპარაკებების დროს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების ნაცვლად, შეერთებული შტატების მიერ მომზადებული დოკუმენტებითა და  დავალებებით ხელმძღვანელობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ზახაროვამ უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებებისას არსებულ სირთულეებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი სიტუაცია შეიქმნა იმის გამო, რომ უკრაინა მოლაპარაკებების პროცესისას არა უკრაინის, არამედ შეერთებული შტატების ინტერესებით მოქმედებდა და მოქმედებს.

„კიევის რეჟიმთან დიალოგის გამართვა დღემდე არ იყო იოლი...  პრობლემა ის იყო და არის, რომ კიევის რეჟიმის წარმომადგენლები მთელი ამ წლების მანძილზე და ბოლო რვა წელზეც კი არ ვსაუბრობთ, არ აწარმოებენ დიალოგს. ისინი არ წარმოადგენენ თავიანთ ქვეყანას... მათ არასოდეს ჩაუტარებიათ ეს მოლაპარაკებები თავად. მათი პოზიციის გამომხატველი ყოველთვის იყო „სახელმძღვანელოები“ და დოკუმენტები, რომლებსაც ამზადებდა და ამზადებს შეერთებული შტატები“, - განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვას თქმით, უკრაინის წარმომადგენლებს არასდროს უცდიათ ემოქმედათ უკრაინის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

„მხოლოდ იმ თემებისა და იდეოლოგიების შესახებ იყო საუბარი, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის წარმომადგენლების მეშვეობით ავრცელებდა. ანუ ისინი იყვნენ არა კიევის, არამედ შეერთებული შტატების წარმომადგენლები, რომლებიც კიევის რეჟიმის ნიღაბს ატარებენ.  ყოველთვის ჩნდებოდა კითხვა: ვის ვესაუბრებით - კიევს თუ ვაშინგტონს?“, - დასძინა ზახაროვამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📢 პუტინი აპირებს მონაწილეობა მიიღოს G20-ის სამიტზე - რა გეგმა აქვს დასავლეთს?

📢 ოკუპანტებმა კიევი „გრადებით“ დაბომბეს - არიან დაშავებულები

📢 საზღვაო ქვეითების მეთაური, რომელსაც ოდესა შტურმით უნდა აეღო, გაანადგურეს

📢 დიდი დანაკარგების გამო შოიგუმ თანამდებობიდან მე-6 არმიის მეთაური გაათავისუფლა, ის შინაპატიმრობაშია

📢 კადიროვმა შეცდომა დაუშვა - ჩეჩნეთის მეთაურს დაავიწყდა, რომ სიტყვა ომი რუსეთში აკრძალულია