მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი აპირებს მონაწილეობა მიიღოს G20-ის სამიტზე - რა გეგმა აქვს დასავლეთს?

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აპირებს დაესწროს G20-ის სამიტს, რომელსაც ინდონეზია უმასპინძლებს ამ წლის ბოლოს. აღნიშნულის შესახებ რუსეთის ელჩმა ჯაკარტაში ლუდმილა ვორობიევამ განაცხადა - იუწყება REUTERS.

„არა მხოლოდ G20, არამედ ბევრი ორგანიზაცია ცდილობს რუსეთის გაძევებას...

დასავლეთის რეაქცია აბსოლუტურად არაპროპორციულია“, - განაცხადა ელჩმა ლუდმილა ვორობიევამ პრესკონფერენციაზე.

ელჩმა განაცხადა, რომ წლის ბოლოს დაგეგმილ სამიტზე მონაწილეობას ვლადიმერ პუტინიც აპირებს.

ინფორმაციისთვის, შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები ფიქრობენ, უნდა დარჩეს თუ არა რუსეთი, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ძირითადი ეკონომიკის ჯგუფის ოცეულში (G20). ინფორმაცია „როიტერმა“ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა, რომლებიც დისკუსიაში მონაწილეობენ.

G20 შვიდეულის მცირე ჯგუფთან ერთად - რომელიც მოიცავს მხოლოდ შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, კანადას, იაპონიასა და ბრიტანეთს - არის ძირითადი საერთაშორისო პლატფორმა ყველაფრის კოორდინაციისთვის.

რუსეთს ემუქრება საერთაშორისო სანქციებით შეტევა, რომელსაც დასავლური ქვეყნები ხელმძღვანელობენ, რომლებიც მიზნად ისახავს იზოლირებას გლობალური ეკონომიკისგან, მათ შორის, განსაკუთრებით SWIFT-ის სისტემიდან მისი გამორთვა და მისი ცენტრალური ბანკის მიერ გარიგებების შეზღუდვა.

„იყო დისკუსია იმის შესახებ, მიზანშეწონილია თუ არა რუსეთი იყოს G20-ის ნაწილი“, - განაცხადა G7-ის მაღალჩინოსანმა. 

ამასთან, სალივანმა ჟურნალისტების კითხვაზე, რუსეთის G-დან გარიცხვის შესახებ, განაცხადა, რომ დაუშვებელია ბიზნესი საერთაშორისო დონეზე რუსეთისთვის ჩვეულებრივი რამ იყოს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📢 „ყოველთვის ჩნდებოდა კითხვა: ვის ვესაუბრებით - კიევს თუ ვაშინგტონს?“ - ზახაროვა უკრაინასთან მოლაპარაკებებზე

📢 „პუტინი ფიქრობდა, რომ დაგვყოფდა, მაგრამ ახლა უფრო ძლიერი ვართ, ვიდრე ოდესმე უახლეს ისტორიაში“ - ბაიდენი

📢 რუს სამხედროებს უკრაინაში საკვებისა და თბილი ტანსაცმლის დეფიციტი აქვთ - პენტაგონი

📢 „პუტინის „აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“ ევროპის ფარგლებს გარეთაც აქვს შედეგები“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

📢 კრემლის განცხადებები ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით სახიფათოა - პენტაგონი

📢 უკრაინაში ომის გაგრძელება მორალურად მიუღებელია, პოლიტიკურად გაუმართლებელია და სამხედრო თვალსაზრისით უაზროა - ანტონიო გუტერეში