მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იქნება ბირთვული ომები მილიონობით მსხვერპლით, ბირთვულ შანტაჟზე პასუხი უნდა იყოს მკაცრი - ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი მოუწოდებს მსოფლიოს, მკაცრი პასუხის გასცეს რუსეთს ბირთვულ შანტაჟზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი პროგნოზით, იქნება ბირთვული ომები მილიონობით მსხვერპლით.

ანდრეი ერმაკი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 30 სექტემბერს კრემლმა ყალბი რეფერენდუმები ჩაატარა და მათი შედეგები აღიარა.

გარდა ამისა, მისი თქმით, უკრაინაში ბრძოლის ველზე დამარცხებით, რუსეთის ფედერაციამ დაიწყო ბირთვული დარტყმებით მუქარა, რათა აიძულოს უკრაინის სახელმწიფო შეწყვიტოს ბრძოლა თავისი ხალხისთვის და თავისი მიწისთვის.

„რუსეთის ბირთვულ შანტაჟზე პასუხი უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა, რომელიც უარყოფს ბირთვულ აგრესორზე დათმობის იდეას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ამბიციური დიქტატორი შეეცდება ბირთვული იარაღის მოპოვებას და ყველა ქვეყანა, რომელსაც ეს არ გააჩნია. იქნება ბირთვული ომები მილიონობით მსხვერპლით.

ამიტომ, ცივილიზებულმა სამყარომ ნათლად განუცხადოს რუსეთის ფედერაციას, რომ იგი ვერ გაექცევა ვერც ანექსიის მცდელობას და ვერც ბირთვულ შანტაჟს. ერთ-ერთი ასეთი გადამწყვეტი ნაბიჯი შეიძლება იყოს კიევის უსაფრთხოების ხელშეკრულების დადება, რომლის რეკომენდაციები ახლახან იქნა წარმოდგენილი“, - ხაზგასმით აღნიშნა ერმაკმა.

ერმაკმა გაიხსენა, რომ სექტემბერში, ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად, ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფთან კონსულტაციების საფუძველზე მომზადდა რეკომენდაციების ნაკრები.

მისი თქმით, ამ შეთანხმების მოქმედების პრინციპი მარტივია: უკრაინის უსაფრთხოება, პირველ რიგში, თავის თავდაცვის უნარზეა დამოკიდებული. ერმაკის განმარტებით, ამის ეფექტიანად გასაკეთებლად უკრაინას სჭირდება მოკავშირეების გრძელვადიანი მხარდაჭერა.

მან აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება მიზნად ისახავს პრაქტიკული დახმარების გაწევას უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში.

„უკრაინის მოკავშირეთა ძირითად ჯგუფს, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი სამხედრო პოტენციალი, შეუძლია, მიიღოს მთელი რიგი ვალდებულებები, რომლებიც პოლიტიკურად და იურიდიულად სავალდებულოა“, - აღნიშნა ერმაკმა.

მან აღნიშნა, რომ ეს რეკომენდაციები არ ცვლის უკრაინის სურვილს, გახდეს ნატოს წევრი.

მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიები დაიცავს უკრაინას ალიანსში გაწევრიანებამდე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ნასამებით უკრაინის ცის ჩაკეტვა შესაძლებელი გახდება - ნიკო ლანგი

✔️ კადიროვი ლიმანში რუსეთის ფედერაციის წარუმატებლობის გამო ბირთვული იარაღის გამოყენებას ითხოვს

✔️ პუტინი არავის ანგარიშს არ უწევს, თავისი აკვიატებული იდეაფიქსი აქვს - კობა ლიკლიკაძე

✔️ რა შემთხვევაში გამოიყენებს პუტინი ბირთვულ იარაღს?

✔️ „რუსეთს არ სურს მოლაპარაკება - ის მხოლოდ ულტიმატუმებს აყენებს“ - მიხაილო პოდოლიაკი