მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ პუტინი თუ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, ამას მძიმე შედეგები ექნება რუსეთისთვის - იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანია

ვლადიმერ პუტინი თუ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, ამას მძიმე შედეგები ექნება რუსეთისთვის,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. 

„ბირთვული რიტორიკა საშიშია. ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და არასოდეს უნდა აწარმოო. ეს არის გზავნილი, რომელსაც ნატო და ნატოს მოკავშირეები ნათლად გადასცემენ რუსეთს. ნატოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი მიზანმიმართული თავდასხმა ნატოს მტკიცე და ერთიან პასუხს გამოიწვევს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ დასავლეთის საუკეთესო პასუხი პუტინისთვის იყო იმის გაგრძელება, რასაც აკეთებს ახლა: უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების მიწოდება.

„ეს არის საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ შეძლოს რეალურად გაათავისუფლოს და დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები. ლიმანში წინსვლა ადასტურებს, რომ უკრაინელები პროგრესირებენ და შეუძლიათ რუსული ძალების უკან დახევა მათი გამბედაობის, სიმამაცისა და უნარების გამო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე იმ მოწინავე იარაღის გამო, რომელსაც აშშ და სხვა მოკავშირეები აწვდიან. და ეს ყოველ დღე ცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე“, - დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ იქნება ბირთვული ომები მილიონობით მსხვერპლით, ბირთვულ შანტაჟზე პასუხი უნდა იყოს მკაცრი - ანდრეი ერმაკი

✔️ ნასამებით უკრაინის ცის ჩაკეტვა შესაძლებელი გახდება - ნიკო ლანგი

✔️ რა შემთხვევაში გამოიყენებს პუტინი ბირთვულ იარაღს?

✔️ კადიროვი ლიმანში რუსეთის ფედერაციის წარუმატებლობის გამო ბირთვული იარაღის გამოყენებას ითხოვს

✔️ პუტინი არავის ანგარიშს არ უწევს, თავისი აკვიატებული იდეაფიქსი აქვს - კობა ლიკლიკაძე