მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუგანსკის ოლქისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, ოკუპანტები ერთდროულად 9 მიმართულებით გვიტევენ - ზალუჟნი

ვალერი ზალუჟნი

ლუგანსკის ოლქისთვის სასტიკი ბრძოლა გრძელდება, ოკუპანტები ერთდროულად 9 მიმართულებით შეტევას ცდილობენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტები ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთით კონცენტრირდნენ და თავიანთი ძირითადი დამრტყმელი ძალები განათავსეს.

„შეტევა მიმდინარეობს პოპასნაია-კამიშევახის, ლისიჩანსკის, პოპასნაია-ნიკოლაევკას, პოპასნაია-ბერესტოვოეს, ბოგოროდიჩნოე-სლავიანსკის, იზიუმ-სლავიანსკის, პოპასნაია - სვეტლოდარსკის, სევეროდონეცკი-ლისიჩანსკისა და ტოშკოვკა-კამიშევახას მიმართულებებით,“- აღნიშნა ზალუჟნიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, ოკუპანტები, უკრაინული ჯარების განსადევნად, იყენებენ ავიაციას, მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებსა და არტილერიას.

„სევეროდონეცკი არის საკვანძო წერტილი ლუგანსკის ოლქის თავდაცვის ოპერაციების სისტემაში. ქალაქი სხვაგვარად არ შეიძლება განიხილებოდეს“, - განაცხადა ვალერი ზალუჟნიმ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

👉 მტერი არ წყვეტს სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დამყარების მცდელობას - უკრაინული მხარე

👉 უკრაინის ომის შემდეგ მსოფლიო არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო - პეტრ ფიალა

👉 „მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის პორტების განაღმვა საჭირო არ არის“ - თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

👉 „აზოტი“ იქნება მეორე „აზოვსტალი“ რუსი ოკუპანტებისთვის - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

👉 კრემლს უკრაინაში ომის წარმოების სამი სცენარი აქვს - აშშ-ის დაზვერვა