მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუგანსკის ოლქში მედესანტეებმა კიდევ ერთი რუსული სუ-25 ჩამოაგდეს

ლუგანსკის ოლქში მედესანტეებმა კიდევ ერთი რუსული სუ-25 ჩამოაგო

უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქში კიდევ ერთი რუსული „სუ-25“ საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ  შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა. 

„მტრის თვითმფრინავი ჩამოაგდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სადესანტო ძალების მე-80 ცალკეული საჰაერო სადესანტო ბრიგადის მე-3 ნაწილის ჯარისკაცებმა“, - აცხადებს გერაშჩენკო.

მისი თქმით, რუსული სუ-25 ჩამოაგდეს პორტატული საზენიტო სარაკეტო სისტემით Stinger. 

„ლუგანსკის ოლქში 80-ე ბრიგადის მე-3 ასეულის ჯარისკაცების მიერ ჩამოგდებული სუ-25-ის ნარჩენები იწვის. Stinger-მა მშვენივრად იმუშავა!...“, -  დასძენს შს მინისტრის მრჩეველი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთმა​ სევეროდონეცკში BMP-T Terminator-ი განალაგა - ბრიტანული დაზვერვა

👉 რუსეთი ემზადება ხერსონის ოლქის დასაკავებლად - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

👉 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ძლიერად დაარტყეს ოკუპანტებს - განადგურდა მინიმუმ 12 ცალი სამხედრო ტექნიკა

👉 დამპყრობლები ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის შეიარაღებული ძალების დაცვა და მიაღწიონ ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს - უკრაინის გენშტაბი

👉რუსები სევეროდონეცკში შეღწევას ოთხი მხრიდან ცდილობდნენ, თუმცა დანაკარგი განიცადეს და უკან დაიხიეს - გაიდაი