მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარიუპოლის მცველების მიმართ გაცემულია ბრძანება შეინარჩუნონ სიცოცხლე, ისინი უკრაინას სჭირდებიან - რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი

მარიუპოლის მცველების მიმართ გაცემულია ბრძანება, შეინარჩუნონ სიცოცხლე, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. 

„ახლა მათ ახალი ბრძანება აქვთ - შეინარჩუნოთ თავიანთი სიცოცხლე, ისინი უკრაინას სჭირდებიან. ეს მთავარია. შედეგად ესაა დაჭრილებისა და მძიმედ დაჭრილების  ევაკუაცია. ჩვენი გეგმაა მათი სიცოცხლის გადარჩენა და შემდეგ თავისუფლება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ბრძანება, რომ ჯარისკაცებს შეეჩერებინათ ოკუპანტების 20 ათასი სამხედროსგან შემდგარი ჯგუფი და არ გაეშვათ ისინი ზაპოროჟიესკენ, ასევე, უფრო შორს, დონბასში და ძალები კიევიდან მათი მიმართულებით გაეტყუებინათ, შესრულებულია. ამიტომ ქალაქის ყველა დამცველი გმირია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉კრემლი საოკუპაციო ძალების მეთაურებს სჯის - უკრაინის დაზვერვა

👉რუსული ჯარი აქტიურად უტევს ლუგანსკის ოლქს - სამხედრო ექსპერტი

👉„ჯერ დასასრული არ ჩანს“ - შოლცი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ

👉რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკის მიმართულებით უკან დაიხიეს - უკრაინის გენშტაბი

👉კიევის რეგიონში, მაკაროვის მახლობლად, კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს